ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ზიდანის 50, ბენზემას ფულჰაუსი, ისკოს 101

AutoSharing Option
უკვე 50 მატჩია, რაც "სამეფო კლუბი" ისე არ გადის მოედნიდან, რომ მეტოქე თუნდაც ერთხელ მაინც არ დაამწუხროს, მისმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ახლა უკვე ლა ლიგის ყველა მონაწილეს გაუტანა. ევროუქმეების სხვა საინტერესო ფაქტებს ქვემოთ გაეცნობით...

პრემიერლიგა: მოაგებინეთ ჟესტედს!
* რაიან ფრეიზერმა (ბორნმუთი) ამ სეზონში ყველაზე მეტი პენალტი მოინადირა - 5.

* "ბორნმუთმა" 11-დან 10 პენალტის გატანის შემდეგ ზედიზედ სამი გააცუდა.
* სემ ელარდაისი პირველი მწვრთნელია, ვინც "ჩელსი" 4 სხვადასხვა გუნდით დაამარცხა.

* პრემიერლიგაში პირველად მოხდა, რომ სესკ ფაბრეგასმა (ჩელსი) გაიტანა და მისი
გუნდი დამარცხდა.

* ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი) 19 თამაშია, დაუმარცხებელია პრემიერლიგაში. მისი წინა სერია 2005 წელს შეწყდა და ის 40 თამაშს ითვლიდა.

* კრეიგ შექსპირი (ლესტერი) პირველი ბრიტანელი მწვრთნელია, ვინც საწყისი 4 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში.

* ერიკ დაიერმა (ტოტენჰემი) პრემიერლიგაში 475-დღიანი პაუზის მერე გაიტანა.

* ჯეიმი ვარდიმ (ლესტერი) ბოლო 4 ტურში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 2 საგოლე პასი).

* ენდი ქეროლი (ვესტ ჰემი) გახდა 44-ე ინგლისელი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგაში 50 გოლის გატანა შეძლო.

* კრისტიან ბენტეკემ (კრისტალ პალასი) "სტემფორდ ბრიჯზე" ბოლო სამი ვიზიტისას სამი სხვადასხვა კლუბის სახელით შეძლო გოლის გატანა.

* იურგენ კლოპი "ლივერპულის" პირველი მწვრთნელია, ვინც პირველი სამი მერსისაიდული დერბი მოიგო ჩემპიონატში.

* "არსენალმა" 28 მატჩში ზუსტად ის შედეგი აჩვენა, რაც შარშან - 51 ქულა.

* მესუთ იოზილმა "არსენალის" მაისურით 50-ე საგოლე პასი გააკეთა.

* პრემიერლიგაში ამ სეზონში ყველაზე მეტი გოლი თავით "არსენალმა" გაიტანა - 14.

* კევინ დე ბრუინის (სიტი) ანგარიშზე უკვე 13 საგოლე პასია. ერთით მეტი, ვიდრე გასულ სეზონში.

* ლეროი სანეს (სიტი) 8 გოლის გასატანად მხოლოდ 13 დარტყმა დასჭირდა.

* რუდი ჟესტედს (მიდლსბრო) უკვე 39 მატჩია, პრემიერლიგაში არ მოუგია.

Sportall.Ge

ლა ლიგა: 50 და გრძელდება
* ხოსე ანტონიო რეიესმა (ესპანიოლი) კარიერის განმავლობაში მე-6 გოლი გაუტანა "ბეტისს". ამდენი გოლი მას არც ერთი სხვა გუნდის კარში არ გაუტანია. "სევილიას" აღზრდილისთვის "ბეტისი" ნომერ პირველი მტერია.

* ამ ტურში "ესპანიოლმაც" გაუშვა პენალტის ნიშნულიდან გოლი. ასე რომ, ახლა მხოლოდ "ბარსელონა" რჩება სეზონში ერთადერთ გუნდად, რომელსაც პენალტიდან გოლი არ გაუშვია.

* "ატლეტიკომ" ზედიზედ მეოთხე ტურში მოიგო. ეს ამ გუნდის საუკეთესო სერიაა ამ სეზონში.

* ფერნანდო ტორესმა (ატლეტიკო) ლა ლიგაში პირველად შეძლო ერთ თამაშში ორი საგოლე პასის გაკეთება.

* კოკემ (ატლეტიკო) მონაწილეობა მიიღო 5 გოლში ლა ლიგის ბოლო 6 ტურში (2 გოლი, 3 საგოლე პასი).

* "რეალ სოსიედადს" 4 ტურია "ანოეტაზე" ვერ მოუგია. 2015 წლის მერე ეს გუნდის ყველაზე ცუდი სერიაა.

* არიც ადურისი "ბილბაოს" მე-11 ფეხბურთელია, ვინც ლა ლიგაში 100-გოლიან ნიშნულს უწია.

* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ 50-ე მატჩში შეძლო გოლის გატანა, რაც ესპანური რეკორდია.

* რაც "ბარსელონაში" თამაშობს, პაკო ალკასერმა პირველად მიითვალა გოლს პლუს პასი ერთ თამაშში.

* ლუის სუარესი (ბარსელონა) ტოპ-5 ლიგის პირველი ფეხბურთელია, ვინც ამ სეზონში ორივე მაჩვენებლით (გოლი, საგოლე პასი) მიაღწია ორნიშნა რიცხვებს - 23 გოლი, 10 საგოლე პასი.

* გილერმე ოჩოამ (გრანადა) "ბარსელონასთან" 9 "სეივი" გააკეთა, თუმცა 4 გოლიც გაუშვა. მექსიკელი ევროპის ტოპ-5 ლიგაში "სეივებით" პირველ ადგილზეა.

* ნეიმარი გახდა "ბარსელონას" მესამე ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვინც კლუბში 100-გოლიან ნიშნულს უწია (რივალდო - 130, ევარისტო - 105).

* პენალტებს თუ არ ჩავთვლით, რაც ის პრიმერაში თამაშობს, ლუის სუარესს ყველაზე მეტი გოლი აქვს ლა ლიგაში გატანილი - 76, მესის 75-ის წინააღმდეგ.

* ვორომ მერვე მატჩი მოიგო ლა ლიგაში, ერთით მეტი, ვიდრე "ვალენსიას" წინა სამმა თავკაცმა ერთად (ნევილი, აიესტარანი, პრანდელი).

* დიეგო ალვეშმა (ვალენსია) სარეკორდო 21-ე პენალტი აიღო, 46-დან, ეს კი 45,6%-ია.

* ისკო "ალავესთან" მატჩში ბურთს 101-ჯერ შეეხო, რაც "რეალის" რეკორდია ამ სეზონში.

* "რეალმა" კარი მშრალად 17 თებერვლის მერე პირველად შეინახა.

* "რეალი" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც ლა ლიგაში შინ არ წაუგია.

Sportall.Ge

ბუნდესლიგა: ჰეთ თრიკი 7 წუთში
* ანდრეი კრამარიჩმა (ჰოფენჰაიმი) მეტოქის კარისკენ 10-ჯერ დაარტყა, რაც კლუბის რეკორდია ბუნდესლიგის მატჩში.

* "ჰოფენჰაიმს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი საჯარიმოს გარედან ბუნდესლიგაში - 10.

* ფრანკფურტის "აინტრახტმა" ამ სეზონში 5 პენალტიდან 4 ვერ გამოიყენა, მხოლოდ 1974/75 წლების სეზონში გააცუდა გუნდმა მეტი პენალტი - 5.

* თომას დელეინი (ვერდერი) პირველი დანიელია ებე სანდის (2001 წ) მერე, ვინც ბუნდესლიგაში ჰეთ თრიკი შეასრულა.

* ტილო კეჰრერმა (შალკე) ბუნდესლიგაში მე-12 მატჩში გაიტანა პირველი გოლი, თან ეს მან რურის დერბიში შეძლო.

* დავიდ აბრაამმა (აინტრახტი) ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი ითამაშა.

* თომას მიულერმა (ბაიერნი) ორი გოლი გაუტანა "აუგსბურგს", ზუსტად ამდენი გოლის გატანას მან წინა 22 მატჩი მოანდომა სეზონში.

* ლუის ჰოლტბიმ (ჰამბურგი) პროფესიულ კარიერაში მე-300 მატჩი ითამაშა, რაც გოლის გატანით აღნიშნა.

* "აუგსბურგმა" ბუნდესლიგაში პირველად გაუშვა მატჩში 6 გოლი.

* ემილ ფორსბერგმა (ლაიპციგი) მეტოქის კარისკენ 16-ჯერ დაარტყა, რაც ბუნდესლიგის რეკორდია (რაც ასეთი სტატისტიკა ითვლება).

* პიერ ემერიკ ობამეიანგმა (დორტმუნდი) ამ სეზონში მე-7-ედ გახსნა ანგარიში, რაც საუკეთესო შედეგია.

* მარიო გომესმა (ვოლფსბურგი) ბუნდესლიგაში ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიკი შეასრულა - 7 წუთში.

* კაი ჰავერტცი "ლევერკუზენის" ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა ბუნდესლიგაში - 17 წლის, 9 თვისა და 22 დღის.

Sportall.Ge

სერია A: ტოტის და ძანეტის სწორები
* ედინ ჯეკომ (რომა) სეზონში უკვე 23 გოლი გაიტანა, მას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა უკეთესი შედეგი - 2008/09 წლებში, როცა "ვოლფსბურგში" თამაშობდა - 26 გოლი.

* ედინ ჯეკომ "რომას" რეკორდი მოხსნა ერთ სეზონში გოლების რაოდენობით, რომელიც აქამდე ფრანჩესკო ტოტის ეკუთვნოდა. მან 33 გოლი გაიტანა ყველა ტურნირში, ტოტიმ 2006/07 წლების სეზონში 32 გოლი გაიტანა.

* "სასუოლომ" პირველად წააგო ზედიზედ 5 საშინაო მატჩი ჩემპიონატში.

* ჩირო იმობილემ (ლაციო) ჩემპიონატში 50-ე გოლი გაიტანა.

* დომენიკო ბერარდიმ (სასუოლო) 216-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა ჩემპიონატში.

* გონსალო იგუაინი (იუვენტუსი) "ნაპოლისთან" მატჩში ბურთს არ შეხებია მეტოქის საჯარიმოში.

* ჯიჯი ბუფონი (იუვენტუსი) ჩემპიონატში მატჩებით (615) ხავიერ ძანეტის დაეწია. წინ მხოლოდ პაოლო მალდინია - 647.

* "ატალანტამ" ისტორიაში პირველად მოიგო საგარეო მატჩი 5 გოლის სხვაობით.

Sportall.Ge

ლიგა 1 და ლიგის თასი: ბალოტელის რივიერა
* "გენგამი" უკვე 13 მატჩია, რაც არ აგებს ლიგა 1-ში დაწინაურებულ გუნდებთან (8 გამარჯვება, 5 ფრე).

* დიმიტრი პაიემ (მარსელი) საჯარიმო დარტყმით მე-5 გოლი გაიტანა 2016 წლის 1-ლი იანვრიდან მოყოლებული, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში ლიონელ მესისთან (ბარსელონა) ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

* "დიჟონმა" ბოლო 10 საგარეო მატჩში ერთი გოლი მაინც გაიტანა, უკეთესი სერია მხოლოდ "მონაკოს" აქვს - 12.

* "პარი სენ-ჟერმენმა" მეშვიდედ მოიგო ეს ტიტული, რაც 4 ტიტულით მეტია სხვა გუნდის მიღწევაზე.

* 2015 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ანხელ დი მარიამ 36 საგოლე პასი გააკეთა.

* პსჟ პირველი გუნდია, რომელმაც ლიგის თასი ზედიზედ ოთხ სეზონში მოიგო.
* ედინსონ კავანიმ (პსჟ) "მონაკოს" ბოლო 5 თამაშიდან 4-ში გაუტანა - სულ 5 გოლი.

* პსჟ-მა ლიგის თასზე ყველაზე მეტი მატჩი ითამაშა - 65.

* "ნიცამ" 67 ქულა დააგროვა, რაც ამ გუნდისთვის უკვე ისტორიული მიღწევაა.

* მარიო ბალოტელიმ (ნიცა) 11 გოლი "ალიანს რივიერაზე" გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული