ევროუქმეების წინ: "ბარსას" ბოლო შანსი, ლუის ენრიკეს ბოლო კლასიკო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისევ ვერ ვნახავთ ევროპის საკლუბო ფეხბურთის საოცნებო დაპირისპირებას - მატჩს "რეალსა" და "ბარსელონას" შორის, თუმცა ამ წყვილის გამორიცხვიდან 4 დღეში "ელ კლასიკო" ესპანეთის პირველობაზე გველის. მაშ ასე, "ბარსას" ბოლო შანსი, ჩაეჭიდოს ჩემპიონობის შანსს და "რეალის" დიდებული შესაძლებლობა, ფაქტობრივად, მოიგოს პრიმერა.

კვირას, "სანტიაგო ბერნაბეუზე", ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში "რეალი" "ბარსელონას" უმასპინძლებს. "სამეფო კლუბი" კონკურენტს სამი ქულით უსწრებს და თან ერთი მატჩი აქვს რეზერვში.

მოკლედ, ზინედინ ზიდანს დიდი უპირატესობა აქვს ლუის ენრიკესთან შედარებით, რომლისთვისაც ეს ბოლო კლასიკოა "ბარსას" თავკაცის
როლში. გამარჯვების შემთხვევაში კატალონიელები ქულებით გაუსწორდებიან მეტოქეს და პირველ ადგილზეც გადავლენ, თუმცა ჩემპიონი მაინც არ იქნება მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული, რადგან "რეალს" "სელტასთან" მატჩი (რომელიც ქარიშხლის გამო გადაიდო) რეზერვში რჩება. პრინციპში, ლუის ენრიკემ ყველაზე კარგი შანსი მაშინ გაანიავა, როცა "რეალის" წაფორხილებით ვერ ისარგებლა მადრიდულ დერბიში, "ბარსამ" სულაც წააგო "მალაგასთან" 0:2.

სტუმართა მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ბოლო ცნობებით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უარი უთხრა კატალონიურ კლუბს ნეიმარის შეწყალებაზე, "ბარსას" აპლიკაცია არ დააკმაყოფილეს და ბრაზილიელმა დისკვალიფიკაციის გამო უნდა გამოტოვოს კლასიკო.

ნეგატიური კუთხით, ისიც გასახსენებელია, რომ "ბარსელონა" ახლახან დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას, თანაც, გუნდმა საკმაოდ უმწეოდ ითამაშა, კარში ერთხელ ძლივს დაურტყა "იუვენტუსს" და ორი მატჩის ჯამში 0:3 წააგო და გამოვარდა, მაშინ, როცა "რეალმა" მართალია, ფანები გვარიანად შეაშინა, როცა მიუნხენური 2:1 გაანიავა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც 4:2 მოუგო "ბაიერნს" და ნახევარფინალში გავიდა. ლიონელ მესი ცუდ ხასიათზეა, მაშინ, როცა კრიშტიანო რონალდომ ორ მატჩში 5 გოლი გაუტანა "ბაიერნს" და პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც ევროთასებზე 100 გოლი გაიტანა (მერე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზეც მიაღწია ამ ნიშნულს).

არის კიდევ ერთი დეტალი: ჩემპიონთა ლიგის მატჩებმა ორივე გუნდს დიდი ენერგია წაართვა, მაგრამ "რეალმა" თავისი თამაში სამშაბათს ითამაშა, ხოლო "ბარსამ" - ოთხშაბათს. ანუ მასპინძლებს დასასვენებლად ზედმეტი 24 საათი ჰქონდათ.

"ჩვენ უნდა მოვიგოთ "სანტიაგო ბერნაბეუზე", ეს გუნდის ბოლო შანსია", - აცხადებს ანდრეს ინიესტა.

ზიდანს ლაზარეთიდან გარეთ ბეილი შეუერთდა, რომელმაც ტრავმის გამო ბოლო მატჩები გამოტოვა. უელსელი ვალდებებასის ბაზაზე გამოჩნდა და მან გუნდთან ერთად ივარჯიშა. აი, პეპე და რაფაელ ვარანი კი ცალკე ვარჯიშობდნენ და მათი თამაში კლასიკოზე თითქმის გამორიცხულია.

მიუხედავად იმისა, რომ ბეილი ვარჯიშობს, სასტარტოში მის გამოჩენას ნაკლებად ველით. ერთი, რომ ის ფორმაში ვერაფრით იქნება და მეორეც, თუ ბეილს ათამაშებს, ზიდანს 4-3-3 ტაქტიკით თამაში მოუწევს და თან სასტარტოდან დიდებულად მოთამაშე ისკოს ამოგდებაც. არადა, ისკომ ახლა ძლივს იგრძნო, გუნდის ლიდერობა რომ შეუძლია.

ვფიქრობთ, ზიდანი 4-3-1-2 ტაქტიკით ითამაშებს - კარში კეილორ ნავასი, დაცვის კვარტეტი - ფლანგებზე კარვახალი და მარსელო, ცენტრში სერხიო რამოსი და ნაჩო. შუახაზში მოდრიჩი, კაზემირო და კროოსი აუცილებლად იქნებიან, მათ წინ კი - ისკო, რომელიც პასებით რონალდოსა და ბენზემას მოამარაგებს.

"ბარსელონას" ტრავმების გამო დააკლდებიან რაფაელ ალკანტარა, ალეიშ ვიდალი და არდა თურანი. ნეიმარის დისკვალიფიკაციაზე უკვე ვთქვით. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ "ბარსა" ძლიერ გუნდებთან 4-3-3 ტაქტიკით ვერ ქაჩავს, მაგრამ არა გვგონია, ლუის ენრიკემ თავისი სიჯიუტე დაძლიოს. ასე რომ, "ბერნაბეუზეც" 4-3-3-ს მოველით. ხავიერ მასკერანო ბრუნდება.

კარში ტერ შტეგენი შეუცვლელია, დაცვაში მასკერანო, უმტიტი, პიკე და ალბა. შუა ხაზი უძლიერესი ტრიოთია წარმოდგენილი - ბუსკეტსი, ინიესტა და რაკიტიჩი. წინ მესისა და ლუის სუარესს პაკო ალკასერი დაეხმარებათ. ასეთია ჩვენი ვარაუდი.

კვირა საღამოს 80 ათასი ფანი "სანტიაგო ბერნაბეუზე" და 650 მილიონი ტელეეკრანებთან დიდ დაპირისპირებას მოუთმენლად დაელოდება.

Sportall.Ge

ბოლო 10 კლასიკო
თარიღი შეჯიბრი წყვილი ანგ.
03.12.16 ლა ლიგა ბარსელონა-რეალი 1:1
02.04.16 ლა ლიგა ბარსელონა-რეალი 1:2
21.11.15 ლა ლიგა რეალი-ბარსელონა 0:4
23.03.15 ლა ლიგა ბარსელონა-რეალი 2:1
25.10.14 ლა ლიგა რეალი-ბარსელონა 3:1
16.04.14 კოპა ბარსელონა-რეალი 1:2
24.03.14 ლა ლიგა რეალი-ბარსელონა 3:4
26.10.13 ლა ლიგა ბარსელონა-რეალი 2:1
02.03.13 ლა ლიგა რეალი-ბარსელონა 2:1
27.02.13 კოპა ბარსელონა-რეალი 1:3

ურთიერთშეხვედრები
ტურნირი მატჩი რეალი ბარსელონა ფრე გოლები
ლა ლიგა 173 72 68 33 282-274
ყველა 232 93 90 49 392-377

რეკორდები
ყველაზე დიდი მოგება:
რეალი-ბარსელონა 11:1 (კოპა) 1943 წ.
ბარსელონა-რეალი 7:0 (საგამოფენო) 1913 წ.

მოგებათა სერია
ბარსელონა - 6 (1948-1949)

ბომბარდირები
ლიონელ მესი (ბარსელონა) - 21; ალფრედო დი სტეფანო (რეალი) - 18; კრიშტიანო რონალდო (რეალი) - 16; რაულ გონსალესი (რეალი) - 15.

ყველაზე მეტი მატჩი
მანუელ სანჩისი (რეალი) - 43; ფრანსისკო ხენტო (რეალი), ჩავი ერნანდესი (ბარსელონა) - 42.

სხვა მატჩები
ინგლისი: "ნისლიან ალბიონზე" არასრული ტურია, რადგან უქმეებზე "უემბლი" ორ ნახევარფინალურ დაპირისპირებას მასპინძლობს ასოციაციის თასის ეგიდით. ბუნებრივია, ინგლისში ეს თამაშები უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს. შაბათს "ჩელსი"-"ტოტენჰემია", ეს გუნდები პრემიერლიგაში ლიდერები არიან და თასისთვის ბრძოლასაც აგრძელებენ. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა "ლურჯებთან" სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა და "დეზები" ახლა საოცარ ფორმაში არიან. თუმცა ანტონიო კონტე ასოციაციის თასსაც ეპოტინება და არაფრის დათმობა არ უნდა. მოკლედ, კარგი ჯახი გველის.

კვირას კი "არსენალი" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს. ამ ორი გუნდისთვის პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია. შესაბამისად, თასი ტიტულის მოპოვების ბოლო შანსია.

არსენ ვენგერი ასოციაციის თასის ნახევარფინალისთვის ემზადება. "არსენალისთვის" ჩაგდებული სეზონის ერთ-ერთი გამონათება მსოფლიოს უძველესი საკლუბო ტიტულის მოგებაა. ამისთვის "მეთოფეებმა" ჯერ "სიტის" ბარიერი უნდა დაძლიონ. "ბიჭები მზად არის ბრძოლისთვის, უნდათ მოგება. შემართებაც არის, მაგრამ თავდაჯერების ნაკლებობა შეგვენიშნება, უფრო მეტად თავდაჯერებულნი უნდა ვიყოთ, თანაც, სეზონის ბოლო მონაკვეთში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დარჩენილი მატჩები სათანადო დონეზე ჩავატაროთ" - თქვა ფრანგმა.

გერმანია: ლიდერი "ბაიერნი" "მაინცს" მასპინძლობს, ხოლო მისი მდევარი "ლაიპციგი" "შალკეს" ესტუმრება. არ დაგვავიწყდეს, რომ დებიუტანტისთვის ლიდერის მდევრის წოდება ცოტა პრეტენზიულია, მაგრამ რა ვქნათ, სხვა კლუბებს კიდევ უფრო ცუდი პოზიცია აქვთ. საინტერესო უნდა იყოს "ბორუსიების" დერბი მიონხენგლადბახში.

იტალია: ლიდერები, ძირითადად, აუტსაიდერებს ხვდებიან და დიდი ალბათობით, ქულებს არ დაკარგავენ. ასე რომ, უფრო საინტერესო დაპირისპირება "ფიორენტინასა" და მილანის "ინტერს" შორის გვგონია.

საფრანგეთი: ტურის მთავარი მატჩი "ლიონი"-"მონაკოა". ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა "პარი სენ-ჟერმენისთვის", თუ ლიდერი "ოლიმპიკ პარკზე" ქულებს დაკარგავს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, უნაი ემერის გუნდმა ქულები დაკარგოს სუსტ "მონპელიესთან".

მიმდინარე სერიები
* გამარჯვებები (ტოპ-5): 7 - პსჟ, ტოტენჰემი.
* გამარჯვებები (ევროპაში): 8 - ასტრა; 7 - პსჟ, ტოტენჰემი.
* დაუმარცხებელი (ტოპ-5): 22 - მანჩესტერი; 15 - პსჟ; 14 - მონაკო.
* დაუმარცხებელი (ევროპა): 33 - სელტიკი; 26 - კოპენჰაგენი, პორტუ.
* ფრეები (ტოპ-5): -
* ფრეები (ევროპა): 5 - დნიპრო, როსტოვი.
* მოუგებელი (ტოპ-5): 15 - მიდლსბრო; 10 - აინტრახტი.
* მოუგებელი (ევროპა): 15 - მიდლსბრო; 10 - აინტრახტი, ვოლინი.
* წაგებები (ტოპ-5): 4 - კიევო.
* წაგებები (ევროპა): 8 - ბორაცი; 7 - დანდი.

ინგლისი. ასოციაციის თასი. 1/2-ფინალი
შაბათი. 22 აპრილი
ჩელსი-ტოტენჰემი 20:15

კვირა. 23 აპრილი
არსენალი-სიტი 18:00

ინგლისი. პრემიერლიგა. XXXIV ტური
შაბათი. 22 აპრილი
ბორნმუთი-მიდლსბრო 18:00
ჰალი-უოტფორდი 18:00
სუონსი-სტოკი 18:00
ვესტ ჰემი-ევერტონი 18:00

კვირა. 23 აპრილი
ბარნლი-მანჩესტერი 17:15
ლივერპული-კრ. პალასი 19:30

სამშაბათი. 25 აპრილი
ჩელსი-საუთჰემპტონი 22:45

ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 20 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 16 - დელე ალი (ტოტენჰემი).

ესპანეთი. ლა ლიგა. XXXIII ტური
პარასკევი. 21 აპრილი
სევილია-გრანადა 23:00

შაბათი. 22 აპრილი
მალაგა-ვალენსია 15:00
ვილიარეალი-ლეგანესი 18:15
ოსასუნა-სპორტინგი 20:30
ესპანიოლი-ატლეტიკო 22:45

კვირა. 23 აპრილი
სოსიედადი-დეპორტივო 14:00
სელტა-ბეტისი 18:15
ლას პალმასი-ალავესი 20:30
რეალი-ბარსელონა 22:45

ორშაბათი. 24 აპრილი
ეიბარი-ბილბაო 22:45

ბომბარდირები: 29 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 16 - იაგო ასპასი (სელტა); 15 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).

გერმანია. ბუნდესლიგა. XXX ტური
პარასკევი. 21 აპრილი
კიოლნი-ჰოფენჰაიმი 22:30

შაბათი. 22 აპრილი
ბაიერნი-მაინცი 17:30
ჰერტა-ვოლფსბურგი 17:30
ჰამბურგი-დარმშტადტი 17:30
ინგოლშტადტი-ვერდერი 17:30
აინტრახტი-აუგსბურგი 17:30
გლადბახი-დორტმუნდი 20:30

კვირა. 23 აპრილი
ფრაიბურგი-ლევერკუზენი 17:30
შალკე-ლაიპციგი 19:30

ბომბარდირები: 26 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 16 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

იტალია. სერია A. XXXIII ტური
შაბათი. 22 აპრილი
ატალანტა-ბოლონია 20:00
ფიორენტინა-ინტერი 22:45

კვირა. 23 აპრილი
სასუოლო-ნაპოლი 14:30
უდინეზე-კალიარი 17:00
სამპდორია-კროტონე 17:00
მილანი-ემპოლი 17:00
ლაციო-პალერმო 17:00
კიევო-ტორინო 17:00
იუვენტუსი-ჯენოა 22:45

ორშაბათი. 24 აპრილი
პესკარა-რომა 22:45

ბომბარდირები: 25 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 23 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 21 - მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 18 - ჩირო იმობილე (ლაციო).

საფრანგეთი. ლიგა 1. XXXIV ტური
პარასკევი. 21 აპრილი
ნანსი-მარსელი 22:45

შაბათი. 22 აპრილი
პსჟ-მონპელიე 19:00
ლორიანი-მეცი 22:00
ბორდო-ბასტია 22:00
ლილი-გენგამი 22:00
დიჟონი-ანჟერი 22:00
კაენი-ნანტი 22:00

კვირა. 23 აპრილი
ტულუზი-ნიცა 17:00
სტ. ეტიენი-რენი 19:00
ლიონი-მონაკო 23:15

ბომბარდირები: 30 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 18 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 17 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული