კონფედერაციათა თასი: რუსეთმა ტურნირი გამარჯვებით გახსნა

AutoSharing Option
17 ივნისს სანკტ პეტერბურგში კონფედერაციათა თასის A ჯგუფის მატჩი გაიმართა - რუსეთის ნაკრები ახალი ზელანდიის გუნდს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

პირველი გოლი 31-ე წუთზე გავიდა, ზელანდიელმა ბოქსოლმა საკუთარი კარი დალაშქრა. მეორე ტაიმში 69-ე წუთზე თავი ფიოდორ სმოლოვმა გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა გიორგი ჯიქიამ და ამიერიდან, საბოლოოდ გამოირიცხა იმის შანსი, რომ იგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

A ჯგუფის მეორე მატჩი კვირას გაიმართება, პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის.
მკითხველის კომენტარები / 15 /
aravitari mnishvneloba araaq romel nalrebshi itamasheb tu samshoblostvis ramis gaketeba shegizlia da ar aketeb ginda italiashi itamashe da gindac rusetshi mainc ...xar:)
Gio
19 ივნისი 2017 10:00
0
ბოდიში მოიხადე !როდის აქეთ გახდა პულავსი რუსი? ჩემს მეზობლად ცხოვრობდა იურა.აბა მიდი და პირში უთხარი რუსი ხარო.
ბევრი ქართველისთვის სლავები იგივე რუსებია. როგორც ყველა რუსისთვის კავკასიელი და მორჩა არა?
თამაზი-ს
19 ივნისი 2017 06:23
0
არ ქართველობს ეს კაცი და რომელი მესი მაგი მყავს, გინდა თუ არა იქართველეო რომ დაუჩემეთ, იყოს რა რუსსკიი ვანია!!! ახლანდელ რუსეთში დაბადებულ ბავშვს როგორ უნდა მოთხოვო ქართველობა!!!
grisha
18 ივნისი 2017 23:27
0
მან ქართული ენა არც კი იცის.ასე რომ იგი ისეთივე რუსია როგორც ყველა დანარჩენი რუსი ფეხბურთელი.
Alex.F.
18 ივნისი 2017 20:06
0
თამაზი-ს
იტალიის ნაკრებში, რომ ეთამაშა რა თქმა უნდა არავინ გააკრიტიკებდა. ჯერ ერთი, რომ რუსეთის და იტალიის შედარება როგორ შეიძლება (საბერძნეთი მაინც გეთქვა)?
მეორეც, რუსეთი ჩვენი ქვეყნის მტერია და მტრის მხარეს ვინც ბრძოლობს (თუნდაც სპორტულად) ის ჩვენი მტერია... ეტყობა შენ ასე არ ფიქრობ :((((
Qartveli888
18 ივნისი 2017 19:44
0
ვაა აზრზე ხართ?! რუსული მირის რამდენი რამდენი დამცველი გვყოლია!! მაგრა მოიქცა ჯიქია არა?!! ეგ არ იყო საქართველოს დროშით დარბოდა?!! აა ეხლა აღარ ახსოვს?!! რას მიედ მოედებით!! ღამურააბა რა არის?!!! არ უნდა აქ ლაი, ლაი!! თან ოკუპანტის!! იტალიას ადარებენ აქ ოკუპანტებს!! და სხვას ეძხიან ერთუჯრედიანს!! :))
Vaa!
18 ივნისი 2017 19:27
0
ეგ უკვე გადარუსებულია და სულაც არ მიკვირს მისი არჩევანი, პირველ რიგში მშობლები ჰყავს რუსეთუმე და რა გასაკვირია რუსებისკენ გადახრილიყო..:) ქართულ ოჯახში პატრიოტული სულით აღზრდილი, რომ ყოფილიყო, საქართველოს აირჩევდა!
ალექსი
18 ივნისი 2017 17:41
0
კიდევ კარგი მორჩება ამაზე ლაპარაკი
კახა ქირია
18 ივნისი 2017 16:57
0
დრო იკო დინამო თბილისის კალათბურთელებში ოღონდ თამაშობდნენ მილოვიდოვი კაპუსტინი ბოროდაჩევი პულავსკი დერიუგინი და კაპიტანი ბიჭიაშვილი
თამაზი
18 ივნისი 2017 16:34
0
რატო ამართლებთ ზოგიერთები ან ამტყუნებთ ვერ ვხვდები, საერთოდ ყურადღება არ უნდა მიაქციო, ტიპი რუსია ჩვეულებრივი და როგორც რუსს ისე უნდა შეხედო.
Gio
18 ივნისი 2017 16:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული