რონალდოს ეფექტი - კრიშტიანოს სავარაუდო ტრანსფერი და მისი ჯაჭვური რეაქცია

AutoSharing Option
ევროპულ ფეხბურთში ახლა მთავარი სატრანსფერო თემა კონტინენტის მთავარ ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს ეხება. ამბობენ, რომ ის მიდის "რეალიდან" და შესაძლოა, "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება...

ყოველ საათში ვრცელდება ახალ-ახალი ამბები კრიშტიანოს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ და ერთ-ერთი ასეთი ცნობა, რომელსაც ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები გვთავაზობენ, შემდეგნაირია - "წითელი ეშმაკები" მზად არიან, მადრიდის "რეალს" 183 მილიონი გირვანქა და პლუს, 26 წლის მეკარე დავიდ დე ხეა შესთავაზონ რონალდოსა და ალვარო მორატას სანაცვლოდ.

კრიშტიანოს თავისი აგენტი ჟორჟე მენდეში მოუქოქავს, ამ ტრანსფერის ამბავი მოაგვარეო, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ჟოზე მოურინიო
თანამემულესთან კიდევ ერთხელ მუშაობის პერსპექტივით არც ისე აღფრთოვანებულია და ეს უფრო თავად ფეხბურთელისა და "მანჩესტერის" უფროსობის სურვილია. ამასობაში, ზინედინ ზიდანი ცდილობს, კრიშტიანო დარჩენაზე დაიყოლიოს, ზიზუს, არაახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, რონალდოს წასვლა სულაც არ სურსო.

ერთი სიტყვით, იმდენი ჯაჭვი და კავშირი თუ მახეა, რომ შეუძლებელია, არ აიხლართო. მაგალითად, თუ "რეალი" დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და "ოცნებების თეატრიდან" დე ხეას წამოიყვანს, მაშინ ჯანლუიჯი დონარუმა აღარ დასჭირდება და ამ შემთხვევაში, "მილანის" 18 წლის მეკარეზე სწორედ "მანჩესტერი" გადაერთვებაო… თავის მხრივ, "როსონერი" "სიტისგან" ჯო ჰარტის ყიდვას ან თხოვებას აპირებს. თანაც, 30 წლის ინგლისელი გოლკიპერი სერია A-ს უკვე მშვენივრად იცნობს, რადგან "ტორინოში" იბურთავა.

* * *
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის, ინგლისის გარდა, მსურველები იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან ჰყავს. მშვენივრად ვიცით ისიც, რომ უძღები შვილის "ევერტონში" რომანტიკულ დაბრუნებაზეც ბევრი ფიქრობს, თანაც, დიდი ხანია. თუმცა ინგლისური პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ რუნის "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა უნდა და 31 წლის ფეხბურთელი უპირატესობას ამ ვარიანტს მიანიჭებს, თუ უფროსობასთან და მწვრთნელთან ყველასთვის მისაღებ ვარიანტზე შეთანხმდება. თავად უეინმა აღნიშნა, რომ სათადარიგოთა სკამზე დიდი დროის გატარება მას არ სიამოვნებს, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემ და საკუთარ თავზე მუშაობას ვაგრძელებო.

ჟოზე მოურინიო კი უეინს ვერაფრის გარანტიას ვერ აძლევს. უთამაშებლობამ რუნის ნაკრებშიც დააკარგვინა ადგილი, გარეთ საუთგეიტმა ის განაცხადს მიღმა დატოვა და არც პერსპექტივაში ჩანს, რომ რუნი ეროვნულ გუნდში ადგილის დაბრუნებას შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბარსას ფანების არ ვიცი, მაგრამ მილანის გულშემატკივარი კი გეტყვი, რომ თავს ნუ იტანჯავ ფეხბურთის ყურებით თუ ვერ იგებ რა სპორტია, ბალეტზე გადადი :D ისე შეგახსენებ რომ მაგ გოლებიდნ ნახევარი მსაჯმა შეაგდო ბაიერნთან საიდანაც კრისწინა საერთოდ ვერ უნდა გასულიყო შემდეგ ეტაპზე, მაგრამ პოლიტიკოსმა პერესმა მაღლა გააიასნა და მოხდა ის რაც მოხდა...... და კიდევ ეიბარს და გრანადას რეალიც მიაწერე ისე ყოველშემთხვევაში, არანაკლები დამართა მესიმ მაგასაც ბერნაბეუზე :D :D
თქვენი ხმა არ გავიგო ბარსას ფანებო–ს
11:04 21-06-2017
0
რონალდოს წლევანდელი სეზონი ფანტასტიკის სფეროდანაა.10 ბურთი პლეიოფებში აქამდე არავის გაუკეთებია.200 მილიონს ნებისმიერი გუნდი რონალდოს მაიკებით აიღებს.მესი კი საერთოდ რა მოსატანია.პსჟ და იუვესთან ნული იყო,არგენტინის ნაკრებში სამასრცხვინო.სამაგიეროთ ეიბართან და გრანადასთან ხომ მაგარია.
თქვენი ხმა არ გავიგო ბარსას ფანებო
22:36 20-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული