მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, თამაშიც მთლად 0:0-ის შესაბამისი თუ არა, დიდად გამორჩეულიც არ ყოფილა. დაიწყო პენალტების სერია და ბრავომ ორჯერ მარჯვნივ ისკუპა და ჯერ კვარეჟმას აუღო, შემდეგ კი ჟოაო მოუტინიოს, შემდეგ კი ნანის პროვოკაცია მოუწყო და ის გამოიჭირა კიდეც - მარცხნივ გადახდა და მასაც აუღო პენალტი. ვინაიდან, ჩილელები თავიანთ თერთმეტმეტრიანებს უნაკლოდ
თამაშიდან უნდა გამოვყოთ 58-ე წუთზე ედუ ვარგასის ულამაზესი დარტყმული, რომელიც რუი პატრისიომ საოცარი ნახტომით მოიგერია. ზოგადად, ჩილელებს მეტი შანსი ჰქონდათ, მეორე დამატებით ტაიმში კი პორტუგალიას ნამდვილი შტურმი მოუწყვეს. მოკლედ, ევროპელებს ხან რუი პატრისიო იხსნიდა ხოლმე, ხან ძელი და ხან ხარიხა. ასე რომ, ამერიკელებმა ფინალი თამაშითაც დაიმსახურეს.
ბუნებრივია, კლაუდიო ბრავო, რომელიც ჯერ "სიტიში" წაიყვანა პეპ გვარდიოლამ, შემდეგ კი მიივიწყა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც კონფედერაციათა თასზე მეოთხე შეცვლით ისარგებლა.
კლაუდიო ბრავო (ჩილე): "დღევანდელი მატჩი გამორჩეული იყო. ფინალში ვართ და ძალიან ბერნიერები ვართ. არა მგონია, ნაკრები შემთხვევით გავიდა ფინალში, ეს უნდა დაიმსახურო. ძალიან ბევრი ვიშრომეთ წარმატების მისაღწევად. პორტუგალიას ბევრი მომენტი ჰქონდა, თუმცა თამაში უფრო თანაბარი იყო. ყველაფერს მიაღწევ, თუკი ძალიან მოინდომებ".
პორტუგალია-ჩილე 0:0 დ. დ. 0:0 (0:3 პენალტების სერიაში)
პენალტების სერიაში: 0:1 ვიდალი; 0:1 კვარეჟმა; 0:2 არანგისი; 0:2 ჟოაო მოუტინიო; 0:3 ა. სანჩესი; 0:3 ნანი
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიო - სედრიკი, ჟოზე ფონტე, ბრუნო ალვეში, ელიზეუ - ბერნარდო სილვა (83. კვარეჟმა), ვილი კარვალიო, ადრიენ სილვა (102. ჟოაო მოუტინიო), ანდრე გომეში (116. მარტინში) - რონალდო, ანდრე სილვა (76. ნანი)
ჩილე (4-3-3): ბრავო - ისლა (120. ფუენსალიდა), მედელი, ხარა, ბოსეჟური - არანგისი, მ. დიასი, პ. ერნანდესი (112. ფ. სილვა) - ე. ვარგასი (86. მ. როდრიგესი), ვიდალი, ა. სანჩესი
მაყურებელი: 40 855
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"