2017/18 სეზონის წინ. ტოპ-ლიგების ახალწვეულები

AutoSharing Option
ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში, ცხადია, მატებაა. მომავალ სეზონში ამ პირველობებს რამდენიმე ისეთი გუნდი დაუბრუნდა, რომელიც ძალიან მოგვენატრა. არიან სხვა საინტერესო ახლებიც. მათი თამაშის ხილვა არაერთხელ მოგვიწევს. ამიტომ უპრიანია, ახლოს გავიცნოთ ისინი.

ნიუკასლი
"ჯორდები" უკვე ძალიან მოგვენატრა. რაფა ბენიტესი "ნიუკასლს" ჩემპიონშიპში ჩაჰყვა და ვალი პირნათლად მოიხადა - გუნდი პრემიერლიგას დაუბრუნა ერთწლიანი პაუზის შემდეგ. გუნდის საუკეთესო ბომბარდირია დუაიტ გეილი, ვინც გასულ სეზონში 23 გოლი შეაგდო. ზოგადად, გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული და ახალ სეზონში აუტსაიდერი არ უნდა იყოს.

ბრაიტონი
კრის ჰიუტონის ხელმძღვანელობით გუნდი 34 წლის შემდეგ
დაუბრუნდა პრემიერლიგას. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა გლენ მიურეი 23 გოლით. წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება.

ჰადერსფილდი
ეს გუნდი ინგლისის უპირველეს საფეხბურთო დივიზიონში მთელი 45 წლის განმავლობაში არ ყოფილა. ეს ისტორიული შედეგი გუნდმა მთავარი მწვრთნელის, დევიდ ვაგნერის ხელმძღანელობით დააფიქსირა. მისთვისაც ძალიან რთული იქნება ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

შტუტგარტი
ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გერმანული კლუბი ბუნდესლიგას ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ეს მისია მთავარმა მწვრთნელმა ჰანეს ვოლფმა შეასრულა. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი სიმონ ტროდე გახდა 25 გოლით. ყველა ახალი და კონკურენტუნარიანი "შტუტგარტის" მოლოდინშია.

ჰანოვერი
ეს გუნდიც ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა ბუნდესლიგას. შესანიშნავი სეზონი ჩაატარა გამოცდილმა მარტინ ჰარნიკმა, ვინც 17 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელია ანდრე ბრაიტენრაიტერი.

ლევანტე
გუნდმა მხოლოდ ერთი წელი გაატარა სეგუნდაში. როხერ მარტიმ გასულ სეზონში მშვენივრად ითამაშა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირის წოდება არავის დაუთმო 22 გოლით. "ლევანტეს" ესპანელი ხუან მუნისი წვრთნის.

ჟირონა
ეს სეზონი გუნდისათვის ისტორიული იქნება. "ჟირონა"ისტორიაში პირველად ითამაშებს პრიმერაში. გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა სამუელე ლონგომ 14 გოლი შეაგდო. კლუბის მთავარი მწვრთნელია პაბლო მაჩინი.

ხეტაფე
ერთწლიანი განშორება და "ხეტაფე" ისევ უძლიერესთა შორისაა. 22 გოლი გაიტანა საუკეთესო ბომბარდირმა ხორხე მოლინამ. რაც შეეხება მწვრთნელს, ეს საპასუხისმგებლო პოსტი ხოსე ბორდალასს უჭირავს.

ბენევენტო
ეს გუნდი პირველად ითამაშებს უძლიერესთა შორის. საუკეთესო ბომბარდირია ფაბიო ჩერავოლო - მან 21 გოლი გაიტანა. გუნდს მარკო ბარონი წვრთნის. კლუბს "იტალიური ფეხბურთის კონკია" შეარქვეს.

ვერონა
ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა იტალიის უმთავრეს საფეხბურთო ლიგას. ბომბარდირი ყველას გვეცნობა - ჯამპაოლო პაცინიმ 23 გოლის გატანა მოახერხა. "ვერონას" ფაბიო პეკია მოძღვრავს.

სპალ-ი
ამ კლუბის გულშემატკივრები 49 წლის განმავლობაში ელოდნენ ამ დღეს. საუკეთესო ბომბარდირმა მირკო ანტენუჩიმ 18 გოლი გაიტანა. გუნდის მთავარი მწვრთნელია ლეონარდო სემპლიჩი. მასაც დიდი ბრძოლა ელის ელიტაში დასარჩენად.

სტრასბური
ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა საფრანგეთის ლიგა 1-ს. გუნდის სათავეში დგას ტიერი ლორე. 29 გოლი გაიტანა გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ხალიდ ბუტაიბმა.

ამიენი
ისტორიაში პირველად გაერია უძლიერეს ფრანგული გუნდების ჩამონათვალში. მოკრძალებული გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, აბუბაქარ კამარას მონაგარია 11 გოლი. კლუბის სათავეში კრისტოფ პელისიე დგას.

ტრუა
ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ელიტას. 23 გოლი გაიტანა საუკეთეს თავდამსხმელმა ადამა ნიანმა. მთავარი მწვრთნელია ჟან-ლუი გარსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული