ბედნიერებისგან თავს ვერ ვიკავებ - კრიშტიანო რონალდო ტყუპის მამა გახდა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს ახლა არც კონფედერაციათა თასი აინტერესებს და არც "რეალიდან" სავარაუდო ტრანსფერი, რომლითაც მთელი ევროპა აალაპარაკა - როგორც კი კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ჩილესთან, 32 წლის ვარსკვლავი აშშ-ში გაფრინდა თავისი ახალშობილი ტყუპის სანახავად.

ფერნანდო სანტუშმა რონალდო ნაკრებიდან ამ საპატიო მიზეზით დაითხოვა. ასე რომ, ევროპის ჩემპიონი მე-3 ადგილისთვის მატჩში "რეალის" სუპერვარსკვლავს მოისაკლისებს.

კრიშტიანომ კი მალევე გამოამზეურა ფოტო თავის ტყუპთან ერთად. რონალდოს ტყუპი სუროგატი დედისგან შეეძინა ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ქალაქში. ტყუპს ევა და მატეო დაარქვეს.

შეგახსენებთ, რომ
კრიშტიანოს ჰყავს 6 წლის ვაჟი - კრიშტიანო რონალდო-უმცროსი, რომელიც ასევე სუროგატმა დედამ გააჩინა.

"ისეთი ბედნიერი ვარ, რომ თავს ვერ ვიკავებ, ჩემს ცხოვრებაში ორი ახალი სიყვარული შემოიჭრა", - წერს რონალდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დუბლი აქაც შეასრულა გაეზარდოს
misha
30 ივნისი 2017 20:58
0
ხომ ვამბობდი გეიათქო :))))))))))
eeeeee
30 ივნისი 2017 20:58
0
რა ჭირს კი მარა ნაღდი დედა ვერ იშოვა?
sss
30 ივნისი 2017 16:30
0
კაცს ამდანი ფული აქვს და ცოლი ვერ მოუყვანია! ღმერთმა გაუზარდოს შვილები. მაგარამ უდედობა მაინც ცუდია ბავშვებისთვის ფულით დედის სიყვარულს ვერ იყიდი და ამ მხრივ მაგრად დაიჩაგრებიან ცხოვრებაში.
კიკა
30 ივნისი 2017 13:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული