კრისტიან პანუჩი ალბანეთის ნაკრებს ჩაიბარებს

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრისტიან პანუჩი ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.

შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და კრისტიანს ტირანაში ელოდებიან, რათა ხელშეკრულება გაფორმდეს. 44 წლის პანუჩი ბოლოს "ტერნანას" ედგა სათავეში, იქამდე კი "ლივორნოს" მთავარი მწვრთნელი იყო. 2012-2014 წლებში, პანუჩი რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა, სადაც ფაბიო კაპელოს თანაშემწე გახლდათ.

ალბანეთის ნაკრებს ბოლო 6 წლის განმავლობაში ასევე იტალიელი მწვრთნელი, ჯანი დე ბიაზი ედგა სათავეში - სწორედ მისი თავკაცობით მიაღწიეს ისტორიულ მიზანს შკიპერებმა და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ
ეტაპზე, ალბანეთის ნაკრები G ჯგუფში ასპარეზობს, სადაც იტალიის და ესპანეთის ნაკრებებთან უწევს ჭიდილი - ალბანელები გრანდეებს დიდი ფორით ჩამორჩებიან და მუნდიალზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვთ შერჩენილი. პანუჩის მიზანი ალბანეთის ნაკრების ევრო 2020-ზე გაყვანა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული