მაროკოში დღეს გამართულ სიმპოზიუმზე, აფრიკული ფეხბურთის მმართველმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ ევროპის ჩემპიონატს მიბაძონ და კონტინენტის პირველობის მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაზარდონ. ევრო 2016-ზე 24 გუნდის ასპარეზობა მათ დადებითად შეაფასეს. სიმპოზიუმის მონაწილე პირებმა უარი თქვან ევროპული გამოცდილება ტურნირის სიხშირის მხრივაც გაიზიარონ და გადაწყვიტეს, რომ აფრიკის ჩემპიონატი კვლავ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
ევროპული ფეხბურთის გულშემატკივართათვის მთავარი სიახლე ისაა, რომ აფრიკის ერთა თასი არა ზამთარში, როგორც ეს ადრე
აქამდე, ევროპულ კლუბებს, იანვარსა და თებერვალში, აფრიკელი ფეხბურთელების გარეშე თამაში უწევდათ. რა თქმა უნდა, აფრიკელ საფეხბურთო ფუნქციონერებს ევროპული კლუბებისთვის სარგებლის მოტანაზე არ უმსჯელიათ, მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ ბებერ კონტინენტზე გაჩაღებული ჩემპიონატების გამო, აფრიკაში ფეხბურთელები დაღლილები ბრუნდებიან. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მათ გადაწყვიტეს, ჩემპიონატი ზაფხულში გადაიტანონ.
ეს ცვლილებები ძალაში შესული ჯერ არაა. ამას აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობა ჭირდება. კომიტეტის სხდომა კი ხვალ გაიმართება.