გაიღიმეთ, მე ტოტი ვარ

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის გონებრივ შესაძლებლობებზე ბევრს ლაპარაკობენ. როგორც ცნობილია, ტოტი არც ისე განათლებული ადამიანია. თვითონაც აღიარა, მხოლოდ ერთი წიგნი „პატარა უფლისწული“ მაქვს წაკითხულიო. მასზე ბევრ ანეკდოტსაც იგონებენ.

ეს სასაცილო ამბები ტოტიმ შეკრიბა და წიგნად გამოსცა. მერე სკეტჩებად დადგა და ფილმად გადაიღო, სადაც მონაწილეობენ მისი მეგობრები - ალესანდრო დელ პიერო, ჯანლუიჯი ბუფონი, კრისტიან ვიერი, ანტონიო კასანო, ალესანდრო ნესტა, მარკო დელ ვეკიო და იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი...

ტოტი და სმოკინგი
ტოტი სმოკინგში გამოწყობილი მივიდა ერთ-ერთ წვეულებაზე, შესასვლელში წარწერას შეხედა "NO
SMOKING"... და გვერდზე მყოფ მეგობარს გადაულაპარაკა: „ხომ გითხარი, სმოკინგი არ უნდა ჩაგვეცვა“...

აფერისტ!..
ტოტი ტბაში ბანაობს და დაიხრჩობა. რატომ არავინ მიეშველეთ, რომ ფართხალებდაო. - აბა, რა ვიცით, გვეგონა, აფერისტობდაო - ხალხმა.

ორივე მაგარია
ტოტის ჰკითხეს: რას იტყოდით ამერიკა-ერაყის დაპირისპირებაზეო.
- ორივეს მაგარი გუნდი ჰყავს, ვნახოთ! - პასუხობს ტოტი.

აქ უკვე წვიმს...
ტოტი თავსხმა წვიმაში აივანზე დგას და სველდება.
ცოლი ეძახის: - ფრანჩე, შემოდი სახლში, წვიმს!
ტოტი: „ჯობია, შენ გამოხვიდე, აქ უფრო კარგად წვიმს!“

საიდან მილიონი?
როცა ტოტის უთხრეს, რომ მისი წიგნი მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, გაოცებულმა თქვა: - „ეს შეუძლებელია, მე ხომ მხოლოდ ერთი წიგნი დავწერე?!“

ადვოკატი, ანუ დამცველი
ფრანჩესკო სასამართლოში მოხვდა.
- ვინ არის თქვენი ადვოკატი?
- რა?
მოსამართლე: ანუ, ვინ იქნება თქვენი დამცველი?
ტოტი: პელიცოლი, პანუჩი, კივუ, კანდელა, მანსინი...

ვაჟა სიმონიშვილის კარიკატურა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული