იარმოლენკო რონალდუსა და პოგბას გამოეხმაურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ნაკრების შემტევი ანდრეი იარმოლენკო პრესკონფერენციაზე კრიშტიანუ რონალდუსა და პოლ პოგბას საქციელს გამოეხმაურა, რომლებიც ევრო 2020-ის სპონსორების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ "ვესტ ჰემის" 31 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ თუკი აღნიშნული კომპანიები დაუკავშირდებიან, ის მზადაა, რეკლამაში მიიღოს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის განცხადების შემდეგ "კოკა-კოლას" აქციები დაეცა.

იარმოლენკო მიმდინარე ჩემპიონატზე მშვენივრად გამოიყურება - ორ შეხვედრაში ამდენივე გოლი და ერთი საგოლე პასი აქვს.

altორი გამოუყენებელი პენალტი - უკრაინამ ჩრდილოეთი მაკედონია დაამარცხა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული