"კვარა" "იუვეს" ფანებმაც კი აღიარეს - რას წერენ "ბიანკონერის" ქომაგები სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კვლავ იტალიელი გულშემატკივრების ყურადღების ცენტრშია.

"პარტენოპეისა" და "იუვენტუსის" ქომაგების დაპირისპირების შესახებ კი ყველას კარგად მოგეხსენებათ. ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელში "ბიანკონერის" გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკეს, მათ შორის იმის გამოც, რომ ზაფხულში ხვიჩას შეძენაზე უარი თქვეს და მის ნაცვლად პოლ პოგბა დაიმატეს.

"განსხვავება "ნაპოლისა" და "იუვენტუსს" შორის? მათ ოსიმენი და "კვარა" დაიმატეს, ჩვენ კი "ყოფილი ფეხბურთელი" პოლ პოგბა".

"ამ წელს სკუდეტოს "ნაპოლი" იმსახურებს. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა".

"სირცხვილია, რომ ქულები დაგვაკლეს, ახლა "ინტერთან" ერთად მათი მთავარი კონკურენტები ვიქნებოდით, მაგრამ
"ნაპოლი" ოსიმენთან და კვარაცხელიასთან ერთად სუპერგუნდია".

"კვარაცხელია "ნაპოლიმ" მხოლოდ 10 მილიონად იყიდა. რატომ ვთქვით უარი ქართველზე და ნახევრად ფეხბურთელი (პოლ პოგბა) დავიმატეთ". - წერენ "იუვენტუსის" ქომაგები სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილს 59 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ "ინტერს" 15 ქულით უსწრებს. სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, სტუმრად "სასუოლოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლის" 30 ქულა უნდა დააკლონ - იტალიელი ჟურნალისტის სკანდალური ბრალდება "პარტენოპეის" მიმართ

altრა შემთხვევაში შეიძენს "რეალი" კვარაცხელიას - Cadena SER-ი განმარტავს

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს რეალში და მერე ნახავდით ბარსების და დანარჩენების წიოკს ყოველ შაბათ-კვირას
კვარას ფანი
21:42 15-02-2023
6
ვეთანხმები ზაზას, ხვიჩასთან მიმართებაში: “შენი ყველაზე ძლიერი მხარეა მოულოდნელი და საწყისი წუთებიდანვე საჯარიმოში შევარდნა,რაც მოწინააღმდეგის დაბნეულობას იწვევს და მერე უკვე ვეღარ გამოდიან ამ მდგომარეობიდან მთელი თამაშის ბოლომდე”
თემური
20:59 15-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული