"კოკორინს "რეალში" ან "ბარსელონაში" უნდა ეთამაშა!" - "დინამოს" ექსმწვრთნელი

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი დენ პეტრესკუ მიიჩნევს, რომ "ფიორენტინას" რუს ფორვარდ ალეკსანდრ კოკორინს ყველა საფეხბურთო უნარი ჰქონდა იმისთვის, "რეალში" ან "ბარსელონაში" ეთამაშა:

”როდესაც მას ვწვრთნიდი, ვუთხარი, რომ უნდა ეცადა, მადრიდის "რეალში" ან "ბარსელონაში" ეთამაშა და სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის "დინამოში" არ დარჩენილიყო. მასთან პირველი ვარჯიშის შემდეგ კოკორინმა მითხრა, რომ ის რუსეთში საუკეთესო ფეხბურთელი იყო”, - თქვა პეტრესკუმ.

2021 წლის იანვარში რუსი ფორვარდი "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდა. მედიის ცნობით, იტალიურმა კლუბმა ტრანსფერისთვის 5 მილიონი ევრო გადაიხადა. სერია A-ში კოკორინმა მოედანზე ოთხი მატჩი ჩაატარა,
რომლებშიც მან თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.

მანამდე მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ ალექსანდრ კოკორინის იტალიური "ფიორენტინადან" შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, კოკორინი 2020 წელს აქტუალური იმით გახდა, რომ განაცხადა, წნეხის მიუხედავად, სხვა სპორტსმენებისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელებში ვლადიმირ პუტინის ფოტოებს არ გამოაქვეყნებდა.

მომზადებულია gazeta-ს მიხედვით

alt"კვარაცხელიას ნატურალიზება რომ მოგვეხერხებინა..." - რუსული მედია ფანტაზიებში გადავიდა

alt"შეგიძლიათ გაიხსენოთ მისი გოლები ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ..." - რუსული გამოცემა ხვიჩაზე წერს


მკითხველის კომენტარები / 2 /
რეალში ან ბარსელონაში ანანიძეს უნდა ეთამაშა და ის იყო რუსეთში საუკეთესო ფეხბურთელი.
ჰმ
18:38 02-07-2021
0
ხვიჩა გაქაჩავს!
შარლ მიშელის ჯგუფი
15:19 02-07-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული