ისლანდია პლეი ოფში გაძვრა

AutoSharing Option

დანიაში არ გველიან

ვაკეში ისეთი ანგარიშით დასრულდა საქართველო-სომხეთის მატჩი, რომ აღარ დაგვჭირდა ათივე შესარჩევი ჯგუფის მეორეადგილოსანთა შედეგების თვლა, თუმცა აზრიც არ ჰქონდა - 18-ქულიანი საქართველო (სომხეთთან სამარცხვინოდ წაგების ნაცვლად, რომ მოგვეგო) პლეი ოფში ვერ გავიდოდა, 6-გუნდიანი ჯგუფიდან 22-ქულიანი რუსეთიც კი დარჩა მშრალზე. ათივე ჯგუფში ერთდროულად, საქართველოს დროით საღამოს 7 საათზე დაიწყო თამაში და გაირკვა ის 14 ნაკრები, რომელიც პლეი ოფში გავიდა: 10 ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული გუნდი და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი.

გუშინდლამდე პლეი ოფის საგზური გარანტირებული შვეიცარიას, ჰოლანდიას, ხორვატიას, უკრაინას და საბერძნეთს

ჰქონდათ. 9 დანარჩენი საგზურისთვის კი ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა. დრამატულად წარიმართა მატჩი  აბრდინში, სადაც შოტლანდიელმა კრისტოფერ მაგუაიერმა ბოლოსწინა წუთზე ავსტრიელთა კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა, შოტლანდიას 2:1 მოაგებინა და პირველი ადგილი დაუბევა. სკოტთა კონკურენტმა ბელარუსმა მაინც მოიგო (შინ აზერბაიჯანთან) და დიდაც წაადგა - მართალია, პირველ ადგილს ვერ შეწვდა, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსნობა კი დაიბევა.

სანკტ პეტერბურგში რუმინეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა თითქმის ტაიმნახევარი გაუძლო რიცხობრივ უპირატესობაში მყოფ რუსეთის გუნდს და პირველი ადგილი შეინარჩუნა. აი, რუსებს კი ბელარუსებივით არ გაუმართლდა - ისინი დანიის საგზურზე ფიქრს დაემშვიდობნენ.

პლეი ოფში გავიდა გუნდი, რომელმაც ბოლო ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩი 1:3 დათმო, თანაც გავიდა უკეთესი გოლთა შეფარდების წყალობით! ლაპარაკია ისლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებზე - ვიკინგები მეოთხე საუკეთესო მეორეადგილოსანნი გახდნენ, მათ ბურთების სხვაობით აჯობეს ისრაელს, უელსსა და რუსეთს.

მაშ ასე, პლეი ოფში გავიდნენ, როგორც ჯგუფების გამარჯვებულები: რუმინეთი, შვეიცარია, იტალია, ჰოლანდია, ჩეხეთი, შვედეთი, ხორვატია, უკრაინა, საბერძნეთი და შოტლანდია. აგრეთვე 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი: ესპანეთი, ინგლისი, ბელარუსი და ისლანდია. პლეი ოფის კენჭისყრა პარასკევს გაიმართება. ფინალურ ტურნირზე პლეი ოფის 7 გამარჯვებული ნაკრები გავა, რომელთაც ფინალური ეტაპის მასპინძელი დანია შეუერთდება. საპლეიოფო ბატალიებს კი 9 და 13 ოქტომბერს ველით...

U 21. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი

I ჯგუფი

ლატვია-მოლდოვა 1:1
გოლები: 0:1 ვორნისელი (34), 1:1 კარაუსი (79)

რუსეთი-რუმინეთი 0:0
გაძევება: იონიცა (29. რუმინეთი)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. რუმინეთი 10 8 1 1 23-6 25
2. რუსეთი 10 7 1 2 22-6 22
3. მოლდოვა 10 4 2 4 9-13 14
4. ლატვია 10 4 1 5 16-15 13
5. ფარერები 10 3 2 5 8-16 11
6. ანდორა 10 0 1 9 3-25 1

II ჯგუფი

თურქეთი-ირლანდია 1:0
გოლი: 1:0 კიოსე (81)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 10 6 2 2 15-8 20
2. თურქეთი 10 5 1 4 13-11 16
3. საქართველო 10 4 3 3 12-9 15
4. სომხეთი 10 4 1 5 18-19 13
5. ესტონეთი 10 3 3 4 9-16 12
6. ირლანდია 10 1 4 5 11-15 7

III ჯგუფი

უნგრეთი-ბოსნია 0:0

იტალია-უელსი 1:0
გოლი: 1:0 მუსტაკიო (14)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 8 5 1 2 12-5 16
2. უელსი 8 5 1 2 15-6 16
3. უნგრეთი 8 4 1 3 9-7 13
4. ბოსნია 8 2 2 4 4-8 8
5. ლუქსემბურგი 8 1 1 6 2-16 4

IV ჯგუფი

პოლონეთი-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 კანალესი (85)

ფინეთი-ლიხტენშტაინი 3:0
გოლები: 1:0 პელვასი (20), 2:0 პუკი (36), 3:0 რისკი (61)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 8 7 0 1 19-5 21
2. ესპანეთი 8 6 1 1 15-5 19
3. ფინეთი 8 3 1 4 11-7 10
4. პოლონეთი 8 3 0 5 11-13 9
5. ლიხტენშტაინი 8 0 0 8 1-27 0

V ჯგუფი

ჩეხეთი-ისლანდია 3:1
გოლები: 1:0 ვახა (21), 2:0 პეხარტი (65), 3:0 კოვარიკი (68), 3:1 ფინბოგასონი (79)

გერმანია-ჩრდ. ირლანდია 3:0
გოლები: 1:0 ჰოლტბი (42), 2:0 ჰოლტბი (60), 3:0 ჰერმანი (67)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩეხეთი 8 7 1 0 25-4 22
2. ისლანდია 8 5 1 2 29-11 16
3. გერმანია 8 3 3 2 26-10 12
4. ჩრდ. ირლანდია 8 2 1 5 12-16 7
5. სან მარინო 8 0 0 8 0-51 0

VI ჯგუფი

ისრაელი-ჩერნოგორია 5:0
გოლები: 1:0 ნაჩო (1), 2:0 ბარ ბუზალო (27), 3:0 ბარ ბუზალო (57), 4:0 ნაჩო (77), ჩოკოლი (86)
გაძევება: მატიჩი (68. ჩერნოგორია), ბოჟოვიჩი (90. ჩერნოგორია), ღადირი (90. ისრაელი)

ბულგარეთი-შვედეთი 0:1
გოლი: 0:1 ჰამადი (90)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. შვედეთი 8 6 1 1 15-5 19
2. ისრაელი 8 5 1 2 18-8 16
3. ჩერნოგორია 8 4 1 3 9-11 13
4. ყაზახეთი 8 1 2 5 7-17 5
5. ბულგარეთი 8 1 1 6 8-16 4

VII ჯგუფი

სლოვაკეთი-ნორვეგია 1:4
გოლები: 0:1 ფელა (20), 0:2 ფელა (55), 1:2 სილვესტრი (76), 1:3 ელიუნუსი (83), 1:4 ელიუნუსი (84)

კვიპროსი-სერბეთი 1:3
გოლები: 0:1 სეპოვიჩი (36), 1:1 ეფრაიმი (50), 1:2 მარკოვიჩი (54), 1:3 სავიჩი (78)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 8 5 2 1 17-10 17
2. სლოვაკეთი 8 4 2 2 11-11 14
3. სერბეთი 8 4 1 3 14-12 13
4. ნორვეგია 8 2 1 5 14-18 7
5. კვიპროსი 8 2 0 6 8-13 6


VIII ჯგუფი

უკრაინა-სლოვენია 0:0

საფრანგეთი-მალტა 2:0
გოლები: 1:0 კიტამბალა (57), 2:0 იანგამბივა (66)
გაძევება: კიტამბალა (80. საფრანგეთი), სკერი (83. მალტა), გატ ბალდაკინო (85. მალტა)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. უკრაინა 8 4 4 0 13-5 16
2. ბელგია 8 4 3 1 8-5 15
3. საფრანგეთი 8 4 3 1 12-6 15
4. სლოვენია 8 2 2 4 6-10 8
5. მალტა 8 0 0 8 0-13 0


IX ჯგუფი

პორტუგალია-მაკედონია 3:1
გოლები: 1:0 ბებე (23), 2:0 ბურა (87), 3:0 ჟ. სილვა (90), 3:1 ალტიპარმაკოვსკი (90)

ინგლისი-ლიტვა 3:0
გოლები: 1:0 უელბეკი (61), 2:0 ალბრიტონი (79), 3:0 უელბეკი (90)


 თ მ ფ წ ბ ქ
1. საბერძნეთი 8 6 1 1 13-7 19
2. ინგლისი 8 5 2 1 15-7 17
3. პორტუგალია 8 4 1 3 12-8 13
4. ლიტვა 8 1 2 5 3-11 5
5. მაკედონია 8 0 2 6 9-19 2


X ჯგუფი

ბელარუსი-აზერბაიჯანი 1:0
გოლი: 1:0 ნეხაიჩიკი (76)

შოტლანდია-ავსტრია 2:1
გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (10), 1:1 ბენენი (29), 2:1 მაგუაიერი (89)

 თ მ ფ წ ბ ქ
1. შოტლანდია 8 5 2 1 16-7 17
2. ბელარუსი 8 5 2 1 16-11 17
3. ავსტრია 8 4 2 2 17-11 14
4. ალბანეთი 8 1 1 6 11-20 4
5. აზერბაიჯანი 8 1 1 6 8-19 4

ფოტო: წამის წინ მატია მუსტაკიომ აძურინი პლეი ოფში გაიყვანა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული