ამ სიის შედგენის მიზეზი ლონდონის "ჩელსის" მცველის, ჯონ ტერის წითელი ბარათი გახდა, რომელიც მან 24 აპრილს, "ბარსელონასთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის 37-ე წუთზე მიიღო. ტერი "ბარსელონას" ფეხბურთელ ალექსის სანჩესისთვის უკნიდან მუხლის ჩარტყმის გამო გააძევეს.
ქრონოლოგიურად დალაგებულ სიაში 10 გაძევება შევიდა.
სიაში პირველი დევიდ ბექჰემის გაძევებაა. ბექჰემმა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე ინგლისი-არგენტინის მატჩში დიეგო სიმეონეს მოედანზე გაწოლილმა ფეხი ჩაარტყა.
სიაში მოხვდნენ ზინედინ ზიდანი (მოედნიდან გააძევეს მარკო მატერაცისთვის თავის
სიაში ორჯერ მოხვდა უეინ რუნი - 2005 წელს "ვილიარეალთან" მატჩში არბიტრისთვის ცინიკურად ტაშის დაკვრისთვის გაძევების გამო; ასევე, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩში რიკარდო კარვალიოსთვის დაბიჯების გამო მიღებული წითელი ბარათისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, სიაში მოხვდნენ ჯეიმი კარაგერი, რომელმაც 2002 წელს გულშემატკივრებს მონეტა ესროლა და ერთმანეთთან მოჩხუბარი "ნიუკასლის" ფეხბურთელები: ლი ბოიერი და კირონ დაიერი. ასევე, არიენ რობენი, რომელიც გატანილი გოლის გულშემატკივრებთან ერთად აღნიშვნისთვის მიაბრძანეს მოედნიდან და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც წითელი ბარათი მეტოქისთვის ლოყაში გალაწუნების გამო მიიღო.