ლუჩესკუ: "თუ მასიმო მორატი ვილიანის შესახებ მკითხავს, ვუპასუხებ, რომ "შახტარს" ევროპაში წარმატების მიღწევა სურს და საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს კონტრაქტის ის პუნქტი, რის მიხედვითაც ვილიანს გუნდიდან წასვლა 35 მილიონ ევროდ შეუძლია".
24 წლის ბრაზილიელის მიმართ ინტერესს "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" გამოთქვამენ.
ისევ ლუჩესკუ: "ჩელსიმ"
ვილიანის გარდა, ინგლისური კლუბები "შახტარის" ფორვარდით, ლუის ადრიანოთი არიან დაინტერესებულნი.
პრესაში გავრცელებული ცნობის თანახმად, 25 წლის ფორვარდის შეძენა ლონდონის "არსენალს", "ტოტენჰემს" და "ლივერპულს" სურთ.
"დეილი მეილის" ცნობით, "შახტარმა" ბრაზილიელი თავდამსხმელი "არსენალს" ზაფხულში თავად შესთავაზა, მაგრამ ლონდონელებმა ოლივიე ჟირუს შეძენა არჩიეს.
მიუხედავად იმისა, რომ არც ადრიანოს, არც ვილიანს და არც ფერნანდინიოს ბრაზილიის ნაკრებში საკმარისი რაოდენობის მატჩები ჩატარებული არ აქვთ, გაზეთის აზრით, მათთვის მუშაობის უფლების მიღება პრობლემა არ იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"