კლინტ დემპსი აშშ-ის წლის საუკეთესო მოთამაშეა

AutoSharing Option
კლინტ დემპსი აშშ-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს, სულ კი "ტოტენჰემის" ფეხბურთელმა ეს პრიზი მესამედ მოიგო.

ეს ტიტული ამერიკელ ფეხბურთელებს 1984 წლიდან გადაეცემათ და მას შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოგება მხოლოდ ლენდონ დონოვანმა და დემპსიმ მოახერხეს.

სამი გამარჯვებით "ფულჰემის" ყოფილი ფეხბურთელი კეისი კელერს (1997, 1999, 2005) გაუთანაბრდა და მხოლოდ იმავე დონოვანს ჩამორჩება, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელად 4-ჯერ დაასახელეს (2003, 2004, 2009, 2010).

29 წლის დემპსი "ტოტენჰემში" 31 აგვისტოს გადავიდა და ახალ კლუბში ორი გოლის გატანაც მოასწრო, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი, აშშ-ის
საფეხბურთო ნაკრებში მისი გამოსვლა იყო, სადაც მან 2012 წელს 6 გოლი გაიტანა (9 მატჩში) და იურგენ კლინსმანის გუნდს კონკაკაფის ზონის შესარჩევი ეტაპის ფინალური ჯგუფის საგზური მოუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული