ზლატანერი - ახალი სიტყვა შვედურ ენაში

AutoSharing Option
საფრანგეთში გამოგონილი ტერმინი "ზლატანერი", შვედური ენის საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ნეოლოგიზმთა სიაში მოხვდა, რომლებსაც შვედურ ლექსიკონში შეიტანენ.

პირველად ეს სიტყვა ფრანგული არხის, "კანალ +"-ის ერთ-ერთ შოუში, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თოჯინამ გამოიყენა.

მას შემდეგ ეს ტერმინი ძალიან პოპულარული გახდა, განსაკუთრებით, შვედურ მედიაში. შვედური ენის ლექსიკონში სიტყვა ასეა განმარტებული:

"ზლატანერი - დომინაცია, ვინმეს აშკარა დაჯაბვნა.

ეტიმოლოგია: ფრანგულიდან, ზლატან იბრაჰიმოვიჩის პატივსაცემად, რომელიც მოედანზეც და მის მიღმაც დომინირებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული