ვესლი სნეიდერი: რატომ "გალათასარაი"? ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს

AutoSharing Option
"გალათასარაის" ახალწვეულმა ვესლი სნეიდერმა თურქულ კლუბში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"მიხარია, რომ "გალათასარაის" შევ
უთანხმდი. ერთი სული მაქვს, როდის გავალ მოედანზე ახალი გუნდის მაისურით.

ძალიან კარგ ფორმაში ვიმყოფები და მზად ვარ,
უახლოეს მატჩში მივიღო მონაწილეობა, სადაც "ბეშიქთაშს" შევხვდებით.

ფატიჰ ტერიმი თურქული ფეხბურთის საკულტო ფიგურაა. ის დიადი მწვრთნელია, რომლის შესახებ ბევრი მსმენია. მიხარია, რომ მისი ხელმძღვანელობით მომიწევს თამაში.

რატომ არ ავირჩიე "ლივერპული" ან ქპრ? ტიტულებისთვის ბრძოლა მსურს",
- თქვა სნეიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ტრანსფერის თანხამ 7.5 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო თავად ფეხბურთელი ხელფასის
სახით წელიწადში 5.5 მილიონ ევროს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული