საბრი ლამუშის შეგირდებმა ტოგო დაამარცხეს. შეხვედრის გმირები იაია ტურე და ჟერვინიო გახდნენ – ორივე ფეხბურთელმა თითო გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
ანგარიში მერვე წუთზე "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა ჟერვინიოს პასით გახსნა, ხოლო გამარჯვების მომტანი და გადამწყვეტი გოლი "არსენალის" ფორვარდმა ტურეს პასით გაიტანა. შუაში იყო ჯონათან აიტეს გოლი – "ბრესტის" ფორვარდმა სერჟ გაკპეს გადაცემით ისარგებლა და 45-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
ტოგოს ნაკრების მწვრთნელი, საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი წევრი დიდიე სიქსი გახლავთ.
სამხრეთ აფრიკა 2013. I ტური.
D ჯგუფი
კოტ დ'ივუარი-ტოგო 2:1
გოლები: 1:0 იაია ტურე (8), 1:1 ჯ. აიტე (45), 2:1 ჟერვინიო (88).
ტუნისი-ალჟირი 1:0
გოლი: 1:0 მსაკნი (90)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აფრიკის ერთა თასი: ჩემპიონმა ეთიოპიას ვერ მოუგო