აფრიკის თასი: პირველი გოლები

AutoSharing Option
პირველი გოლები გავიდა A ჯგუფში, სადაც ტურნირის მასპინძელი თამაშობს.

სამხრეთაფრიკელებმა, რომლებმაც პირველ ტურში კაბო ვერდეს ვერ მოუგეს, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ანგოლის ნაკრებთან მოიპოვეს. "ბაფანა ბაფანა" დიდ უპირატესობას ფლობდა და გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლო.

ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა: მასპინძელთა მცველი სიაბონგა სანგვენი სტანდარტულის დროს შეტევაში წავიდა და მეტოქის საჯარიმოში შექმნილ არეულობაში ყველაზე უკეთ გაერკვა – 1:0.

მეორე გოლი ცვლილებაზე შემოსულმა "კაიზერ ჩიფსის" ორმა ფეხბურთელმა შექმნა – რენეილვე ლეტშოლონიანემ ბურთი ლეჰლოჰონოლო მაჯოროს გადააწოდა, რომელმაც ანგოლელ მცველებს თავბრუ დაახვია და საბოლოოდ მეკარე ლამას
ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა. მატჩის ბოლო წუთებზე მაჯოროს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ფორვარდს ოდნავ არ გაუმართლა.

სტუმართა მხრიდან ყველაზე აქტიური მანუჩო იყო, მაგრამ "ვალიადოლიდის" ფორვარდს პარტნიორები სათანადოდ ვერ ეხმარებოდნენ. საბოლოოდ, 2:0 და სამხრეთ აფრიკამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირის მასპინძელი ბოლო ტურში ძლიერ მაროკოს ნაკრებს ხვდება, ეს სამი ქულა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

სამხრეთ აფრიკა 2013. II ტური.

სამხრეთ აფრიკა-ანგოლა 2:0
გოლები: 1:0 სანგვენი (30), 2:0 მაჯორო (62).

მაროკო-კაბო ვერდე 1:1

თ მ ფ წ ბ ქ
1. სამ. აფრიკა 2 1 1 0 2-0 3
2. მაროკო 2 0 2 0 1-1 2
3. კაბო ვერდე 2 0 2 0 1-1 2
4. ანგოლა 2 0 1 1 0-2 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აფრიკის თასი: ფავორიტს გაუჭირდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული