სკანდალი მსოფლიო ფეხბურთში: ევროპოლმა 380 საეჭვო მატჩი გამოავლინა

AutoSharing Option
ევროპის პოლიციის სამსახურმა - ევროპოლმა - ჩატარებული მასშტაბური გამოძიების შედეგად 380 საეჭვო მატჩი გამოავლინა, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები. ამის შესახებ "მარკა" იუწყება.

"ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოძიებაა, რომელიც კი ოდესმე ჩატარებულა გარიგებულ მატჩებზე", - განაცხადა ევროპოლის თავკაცმა რობ უაინრაითმა.

"მარკას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიების შედეგად გამოვლინდა სულ მცირე, 425 არბიტრი, მოთამაშე და სხვა ჩინოვნიკები, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში არიან ეჭვმიტანილნი.

გამოძიებულ ქვეყნებს შორის ფიგურირებენ გერმანია, ავსტრია, სლოვენია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, ჰოლანდია და თურქეთი.

როგორც უაინრაითმა განაცხადა,
ევროპოლმა დაკავების 28 საერთაშორისო ორდერი გასცა, 50 ადამიანი კი უკვე დაკავებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგებული მატჩებიდან მოგებამ 10 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა, მოთამაშეებისა და ჩინოვნიკების მიერ აღებულმა ქრთამმა კი დაახლოებით 3 მილიონი ევრო.

ევროპოლმა, რომელიც გამოძიებას თითქმის 2 წლის განმავლობაში ატარებდა, ასევე გამოაქვეყნა საეჭვო საერთაშორისო მატჩი არგენტინასა და ბოლივიას შორის, რომლის დროსაც უნგრელმა მსაჯმა ერთობ საეჭვო პენალტი დანიშნა.

ასევე იხილეთ:
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა ჩააწყო? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა 10 მილიონი, 10 მილიარდი, ინგლისური ვერსია წაიკითხეთ
alioxa
06:16 05-02-2013
0
alioxa, გეთანხმები, რა ათი მილიონი ტო, რადაობენ? 10 მილიარდზე მეტია იქნება.
koko
10:26 05-02-2013
0

სიახლეები პოპულარული