აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია - "ასტონ ვილამ" მომავლის ჩემპიონთა ლიგა მოიგო

AutoSharing Option
დასრულდა ისტორიაში მეორე "მომავალი თაობის სერია", რომლის გამარჯვებულიც ბირმინგემის "ასტონ ვილა" გახდა. "ოთხთა ფინალი" იტალიის ქალაქ კომოში გაიმართა, სადაც 3 ინგლისური და ერთი პორტუგალიური გუნდი ჩავიდა.

1/2-ფინალები ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. "ჩელსი" "არსენალს" 3:1-ს უგებდა, მაგრამ ბოლო ორ წუთში ორი გოლი გაუშვა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გამარჯვების მომტანი გოლი ლუის ბეიკერმა გაიტანა.

მეორე ნახევარფინალში "ასტონ ვილამ" ლისაბონის "სპორტინგს" ასევე დამატებით დროში მოუგო. აღსანიშნავია, რომ ბირმინგემელებს არ ჰყავდათ მაიკლ დრენანი, რომელმაც ტრავმა მიიღო და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვან მომენტში
გამოაკლდა. საბოლოოდ, გუნდის ლიდერობა კიდევ ერთმა ირლანდიელმა, გრემ ბურკმა იტვირთა, ვინც ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და "ჩელსის" შოტლანდიელ ტალანტ ისლამ ფერუზთან ერთად, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი NextGen Series-ის გამარჯვებული მილანის "ინტერი" გახდა, რომელსაც ანდრეა სტრამაჩონი ხელმძღვანელობდა, გუნდის ლიდერები კი სამუელ ლონგო, ალფრედ დუნკანი, ლორენცო კრისეტიგი, მარკო ბენასი და მარკო ლივაია იყვნენ.

1/2-ფინალი

ჩელსი-არსენალი 4:3 დ.დ.
გოლები: 0:1 აკპომი (16), 1:1 ფერუზი (52), 2:1 ბეიკერი(62), 3:1 ბოგა (65), 3:2 აკპომი (89), 3:3 გნაბრი (90), 4:3 ბეიკერი (116).

ასტონ ვილა-სპორტინგი 3:1 დ.დ.
გოლები: 1:0 ბურკი (55), 1:1 სტოიანოვიჩი (68), 2:1 გრეალიში (91), 3:1 კარუთერსი (105).

მატჩი მესამე ადგილისთვის

არსენალი-სპორტინგი 1:3
გოლები: 1:0 აისფელდი (27), 1:1 იანკო (34), 1:2 სემედო (55-პენ), 1:3 ესგაიო (72).

ფინალი

ჩელსი-ასტონ ვილა 0:2
გოლები: 0:1 ბურკი (49-პენ), 0:2 ბურკი (90-პენ).
ჩელსი: ბინი, კრისტიენსენი, დეივი (75. კოლკეტი), პაპოე, რაიტი, აკე, კივომია, ლოფტუს-ჩიკი (70. ჰანტი), ფერუზი, ბეიკერი, ბოგა.
ასტონ ვილა: უოტკინსი, უები, კინსელა, კოლდერი, დონასიენი, ლუისი, ბარტონი, კარუთერსი, რობინსონი, ბურკი, გრეალიში.
გაძევება: კივომია (89. ჩელსი).

ბომბარდირები: 7 – გრემ ბურკი (ასტონ ვილა), ისლამ ფერუზი (ჩელსი); 6 – მაიკლ დრენანი (ასტონ ვილა); 5 – კონორ კოადი (ლივერპული), შაკილ კულთირსტი (ტოტენჰემი), კარლოს მანე (სპორტინგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NextGen Series. 1/4-ფინალი: "სპორტინგი" ინგლისელთა ალყაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული