MLS. რეგულარული სეზონი. V ტური: კანადელთა შავი დღე და ანრის პირველი

AutoSharing Option
მორიგი ტური კოშმარული გამოდგა კანადური კლუბებისთვის. MLS-ში სულ სამი კანადური კლუბია და მათ ჯამში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს. მიუხედავად ამისა, საკუთარ კონფერენციაში პირველი ადგილი შეინარჩუნა "მონრეალმა", რომელმაც ამ ტურში "სპორტინგ კანზას სიტისთან" უშანსოდ წააგო. მასპინძელთა მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა არგენტინელმა კლაუდიო ბილერმა, ვინც აშშ-ს საკმაოდ კარგად შეეწყო.

"ჩივასთან" დამარცხდა "ვანკუვერი", რომლის რიგებშიც ისევ გამოირჩა კენი მილერი, მაგრამ შოტლანდიელის გოლი თუნდაც ქულის მოსაპოვებლად საკმარისი არ იყო. კანადელთაგან ერთადერთი ქულა "ტორონტომ" აიღო, რომელსაც ოდნავ რომ გამართლებოდა, აუცილებლად მოიგებდა - მასპინძლები ჩემპიონ "ლოს
ანჯელეს გელექსის" 2:1-ს უგებდნენ, მაგრამ არბიტრის მიერ დამატებულ დროში გაუშვეს გოლი და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

"ტორონტოდან" ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა რობერტ ერნშოუმ, რომლის ანგარიშზეც უკვე 4 ბურთია.

ორი ფრის და ორი წაგების შემდეგ სეზონში პირველი თამაში მოიგო "ნიუ იორკ რედ ბულსმა", რომლის რიგებშიც გამარჯვების მომტანი გოლი ტიერი ანრიმ გაიტანა, ვისთვისაც ეს გოლი ამ ჩემპიონატში ასევე პირველი იყო. აღსანიშნავია, რომ ანრი ცვლილებაზე გამოვიდა (ტიმ კეჰილი შეცვალა) და გოლის გასატანად 23 წუთიც იკმარა. "რედ ბულსის" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ჟუნინიო პერნამბუკანო და პეგი ლუინდულა, მაგრამ მათ თავი არ გამოუჩენიათ.

MLS. რეგულარული სეზონი. V ტური

ტორონტო-გელექსი 2:2
გოლები: 0:1 მაგი (16), 1:1 ერნშოუ (29), 2:1 ოსორიო (78), 2:2 ვილიარეალი (90).

რედ ბულსი-ფილადელფია 2:1
გოლები: 1:0 დ. მაკკარტი (55), 1:1 კეისი (63), 2:1 ანრი (82).

ნიუ ინგლენდი-დალასი 0:1
გოლი: 0:1 ბ. პერესი (87).

კოლორადო-პორტლენდი 2:2
გოლები: 1:0 პაუერსი (18), 2:0 თომასი (48-პენ), 2:1 ვ. ჯონსონი (55), 2:2 ვ. ჯონსონი (71-პენ).

კანზას სიტი-მონრეალი 2:0
გოლები: 1:0 ბილერი (5), 2:0 ზუსი (80).

ჰიუსტონი-სან ხოსე 2:0
გოლები: 1:0 ბრუინი (18), 2:0 ბარნსი (42).

სოლტ ლეიკი-სიეტლი 2:1
გოლები: 1:0 ფინდლი (8), 2:0 გილი (35), 2:1 ბ. ევანსი (57)

ჩივასი-ვანკუვერი 2:1
გოლები: 1:0 დევიდსონი (12-საკ. კარში), 2:0 ე. ავილა (55), 2:1 კ. მილერი (64).

სატურნირო მდგომარეობა:

აღმოსავლეთ კონფერენცია
: 1. მონრეალი - 12 ქულა, 2. ჰიუსტონი (4 თ) - 9, 3. კანზას სიტი - 8, 4. კოლამბუსი (4 თ) - 7, 5. ფილადელფია (4 თ) - 6, 6. რედ ბულსი - 5, 7. ტორონტო (4 თ) - 4, 8. DC იუნაიტედი (4 თ) - 4, 9. ნიუ ინგლენდი (4 თ) - 4, 10. ჩიკაგო (4 თ) - 1

დასავლეთ კონფერენცია: 1. დალასი - 12 ქულა, 2. ჩივასი - 10, 3. გელექსი (4 თ) - 8, 4. სოლტ ლეიკი - 7, 5. სან ხოსე - 7, 6. ვანკუვერი (4 თ) - 6, 7. პორტლენდი (4 თ) - 3, 8. კოლორადო - 2, 9. სიეტლი (4 თ) - 1

ბომბარდირები: 5 - მაგი (ლოს ანჯელეს გელექსი); 4 - ერნშოუ (ტორონტო); 3 - ბილერი (სპორტინგ კანზას სიტი), ა. საბორიო (რეალ სოლტ ლეიკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
MLS. რეგულარული სეზონი: ვონდოს პირველი გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული