683 - დღის წინ უკანასკნელად დამარცხდა შინ ჰიუსტონის "დინამო". კვირას "კოლორადოსთან" 1:1 დასრულებული მატჩი ტექსასელთა ზედიზედ 36-ე წაუგებელი საშინაო შეხვედრა იყო. "ჰიუსტონი" საკუთარ მოედანზე 2011 წლის ივნისის შემდეგ არ დამარცხებულა. აშშ-ის წინა რეკორდი "რეალ სოლტ ლეიკს" ეკუთვნოდა, რომელსაც 34-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია ჰქონდა (2009-11 წლებში).
საკუთარ მოედანზე ასეთი შესანიშნავი თამაშის წყალობით, "ჰიუსტონ დინამო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა და
14 - წლის და 199 დღის იყო ჯორდან ალანი, როდესაც "ეირდრის" რიგებში "ლივინგსტონის" წინააღმდეგ ითამაშა და შოტლანდიის რეკორდი დაამხო. აქამდე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც შოტლანდიის მასშტაბით პროფესიულ ლიგაში უთამაშია, "სელტიკის" რიგებში ჩემპიონთა თასის მომგები რონი სიმპსონი იყო, ვისაც 68 წლის წინ დებიუტი 15 წლის და 314 დღის ასაკში ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ დიდების გუნდში დებიუტის შემდეგ ალანი "ეირდრის" 15-წლამდელთა გუნდს დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 9:3 მოიგო.
10 - მატჩი მოგების გარეშე. "ესტუდიანტესთან" წაგების შემდეგ "ბოკა ხუნიორსი" სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილამდე დაეშვა. ასეთი უიღბლო სერია "ბოკას" ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, 1957 წელს ჰქონდა. ისტორიული ანტირეკორდის დამყარების შანსი კარლოს ბიანკის გუნდს მომავალ კვირას ექნება.
"ბოკას" გულშემატკივრებისთვის ამ ანტირეკორდის დამყარება ორმაგად მტკივნეული იქნება - მათი საყვარელი გუნდის მეტოქე ხომ "რივერ პლეიტი" უნდა იყოს. დიახ, მომავალ ტურში "ბოკა ხუნიორსს" "სუპერკლასიკო" ელის, იქამდე კი ლიბერტადორესის თასზე "კორინთიანსს" უნდა შეხვდეს და შარშანდელ ფინალში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება სცადოს.
6 - გაშვებული ბურთის შემდეგ "ნიუკასლმა" ბოლო 88 წლის განმავლობაში ყველაზე მტკივნეული საშინაო მარცხი განიცადა. 1925 წელს ჯორდებმა საკუთარ მინდორზე "ბლექბერნთან" 1:7 წააგეს, ამჯერად კი "ლივერპულთან" შერცხვნენ.
კარგი ამბავია "მანჩესტერ სიტის" ბანაკიდან. ქალაქელებმა ზედიზედ 48-ე საშინაო შეხვედრაში გაიტანეს და 83 წლის წინანდელი საკლუბო რეკორდი გაიმეორეს.
ისტორიაში შევიდა გარეთ ბეილიც. უელსელი გახდა მესამე მოთამაშე ენდი გრეის (1977) და კრიშტიანო რონალდოს (2007) შემდეგ, ვინც ერთ სეზონში მოიგო, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ დაწესებული წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, ასევე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი.
3 - გოლი სერია A-ს სამ შეხვედრაში - მატიო ფლამინიმ, ბევრის გასაკვირად, გოლების გატანა დაიწყო. სერიის დაწყებამდე ფლამინის ამ სეზონში გატანილი არ ჰქონდა, სულ რაღაც 270 წუთში კი იმდენი გოლი გაიტანა, რამდენიც წინა 90 შეხვედრაში ერთად.
"მილანის" ბოლო მატჩში თავი გამოიჩინა მარიო ბალოტელიმაც, ვინც მორიგი პენალტი გამოიყენა და 100-პროცენტიანი შედეგი შეინარჩუნა. "სუპერმარიოს" უკვე ზედიზედ 16 11-მეტრიანი აქვს გატანილი. ბალოტელიმ "სიტიდან" იტალიაში დაბრუნების შემდეგ თავის გამოჩენა "მილანის" ყველა საშინაო შეხვედრაში მოახერხა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: სარეკორდო თანხა, მეგოლე მამა და მეოცე ტიტული