ერედივიზიე. XXXIII ტური : "აიაქსი" - ჩემპიონი, "ვიტესი" - ევროპალიგაზე

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ამსტერდამის "აიაქსმა" აუტსაიდერი "ვილემ II" გაანადგურა და ჰოლანდიის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.

ფრანკ დე ბურის შეგირდებმა მთელი სეზონი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარეს და კლუბის ისტორიაში 32-ე საჩემპიონო ტიტული აბსოლუტურად დამსახურებულად მოიპოვეს.

ამ ტურში იმარჯვა "პსვ ეინდჰოვენმაც", ვინც მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა. ეს კი, "ფეიენოორდის" და "ვიტესის" ბედოვლათობის გამო მოხდა.

როტერდამელებმა "დენ ჰააგთან" 0:2 წააგეს, "ვიტესმა" კი 10-კაციან "ვაალვაიკთან" დაყარა ფარ-ხმალი.

საბოლოოდ, "ფეიენოოდი" და არნემის "ვიტესი" ევროპალიგის საგზურით დაკმაყოფილდნენ.

ჰოლანდია. ერედივიზიე. XXXIII ტური
აიაქსი-ვილემ II 5:0
გოლები:
1:0 სოგტორსონი (12), 2:0 ერიკსენი (25), 3:0 ფიშერი (68), 4:0 ს. დე იონგი (82), 5:0 ჰუსენი (89).

დენ ჰააგი-ფეიენოორდი 2:0
გოლები: 1:0 ვან დუინენი (10), 2:0 ჰოლა (37-პენ).

პსვ-ნაიმეგენი 4:2
გოლები: 1:0 ბოვენბერგი (9-საკ. კარში), 2:0 ტოივონენი (38), 2:1 ვან დერ ველდენი (64), 2:2 ამიო (76), 3:2 ლენსი (78), 4:2 ლოკადია (90).

ვაალვაიკი-ვიტესი 3:2
გოლები: 1:0 ბრაბერი (3), 2:0 ლიდერი (40), 2:1 ვან დერ ჰეიდენი (47), 2:2
ჰავენაარი (68), 3:2 დუიტსი (69-პენ).
გაძევება: ბუხარი (28. ვაალვაიკი).

ალკმაარი-ზვოლე 4:0
გოლები: 1:0 ვ. ელმი (20), 2:0 ბეერენსი (39), 3:0 ა. იოჰანსონი (62), 4:0 მაჰერი (77).

ჰერენვენი-უტრეხტი 2:4
გოლები: 1:0 ელ განასი (30), 1:1 ტოორნსტრა (34), 1:2 მულენგა (61), 1:3 ვუიტენსი (67), 2:3 ელ განასი (80), 2:4 ვან დერ ჰოორნი (86).

ჰერაკლესი-ტვენტე 1:1
გოლები: 1:0 ბრუნსი (7), 1:1 ფერი (27).

ბრედა-როდა 5:3
გოლები: 0:1 დემუჟი (13), 1:1 ბოტეგინი (18), 1:2 ბონევასია (33), 1:3 დონალდი (49), 2:3 ტენ ვოორდე (58), 3:3 ლურლინგი (60), 4:3 ჰოოი (75), 5:3 ლურლინგი (81).

ვენლო-გრონინგენი 0:0

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge
ბომბარდირები
: 31 - ბონი (ვიტესი); 26 - პელე (ფეიენოორდი); 24 - ფინბოგასონი (ჰერენვენი); 23 - ალტიდორი (ალკმაარი); 17 - მალკი (როდა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული