ჰოლანდიურ-გერმანული თრილერი

AutoSharing Option
ისრაელში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები უკვე გაიმართა. განსაკუთრებით საინტერესო მაინც B ჯგუფია, სადაც ევროპული ფეხბურთის სამი გრანდი და პლუს რუსეთი ასპარეზობს.

ესპანეთის ვარსკვლავური ნაკრები სწორედ რუსეთს ეპაექრა და პირველი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ერთადერთი და გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 10 წუთით ადრე ალვარო მორატამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მორატა მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. მატჩი პირინეელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა რუსებიც მედგრად იდგნენ და ქულის აღება ნამდვილად შეეძლოთ. რომ არა სიკვდილის ჯგუფი, სლავებს ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი
ექნებოდათ.

მეორე მატჩში კლასიკური ჯახი ვიხილეთ, რომელიც ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგა. პირველში აშკარა უპირატესობას ნარინჯისფერები ფლობდნენ და ეს ასახეს კიდეც ორ გოლში. ანტრაქტის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა - გერმანელებმა ჩვეული ხასიათი გამოავლინეს და ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს, შემდეგ კი სულაც გაათანაბრეს ანგარიში.

ფსიქოლოგიურ უპირატესობას გერმანელები დაეუფლნენ - მესამე გოლის გასატანად წინ დიდი ძალებით წავიდნენ, თუმცა ზონები მეტისმეტად მოაშიშვლეს და მატჩის უკანასკნელ წუთზე აქეთ გაუშვეს... შეხვედრის გმირი შეცვლაზე შესული ლეროი ფერი გახდა, რომლის გოლმაც ჰოლანდია ჯგუფის სათავეში მოაქცია...

B ჯგუფი

ესპანეთი-რუსეთი 1:0
გოლი: 1:0 მორატა (82).
ესპანეთი (4-3-2-1): დე ხეა - მონტოია, ბარტრა, ინიგო მარტინესი, მორენო - ისკო, ილიარამენდი, ტიაგო ალკანტარა - ტელიო (84. კოკე), მუნიაინი (63. ალვარო მორატა) - როდრიგო (78. კანალესი).
რუსეთი (4-3-2-1): ზაბოლოტნი - ჩიჩერინი, ბურლაკი, ბელაევი, შენიკოვი - შატოვი, ცალაგოვი (80. კირილოვი), პეტროვი - ბიბილოვი (46. გრიგორიევი), იაკოვლევი - ჩერიშევი (58. კანუნიკოვი).

ჰოლანდია-გერმანია 3:2
გოლები: 1:0 მაჰერი (24), 2:0 ვინალდუმი (38), 2:1 რუდი (47-პენ.), 2:2 ჰოლტბი (81), 3:2 ფერი (90).
ჰოლანდია (4-3-2-1): ზუტი - ვან რეინი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ბლინდი - ვან გინკელი, სტროტმანი, მაჰერი (82. ფერი) - ვინალდუმი, ჯონი (82. დეპაი) - დე იონგი.
გერმანია (4-2-3-1): ლენო - ზორგი, გინტერი, ტესკერი, იანჩკე - როდე (80. პოლტერი), რუდი - ჰერმანი, ჰოლტბი, მლაპა (41. ფოლანდი) - ლასოგა (61. კლემენსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გამარჯვება ლორენცო ინსინიეს ჯადოსნური დარტყმით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული