U21. ევროპის ჩემპიონატი: იტალია პირველი ნახევარფინალისტია! [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველმა გაინაღდა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური. ამისთვის დევის მანგიას გუნდმა 4:0 გაანადგურა 10 კაცით მოთამაშე მასპინძელთა გუნდი, რომელსაც პირველ ტაიმში ეიალ გოლასა გაუძევეს. მანოლო გაბიადინის ანგარიშზე კი დუბლია.

B ჯგუფში თითქმის ყველაფერი დასრულდა და გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ ვინ დაიკავებს პირველ ადგილს. ტურნირის ფავორიტებმა, ჰოლანდიამ და ესპანეთმა, თავიანთი მატჩები მოიგეს და 6-6 ქულა მოაგროვეს.

ჰოლანდიის ძალიან ძლიერმა ნაკრებმა, რომელსაც შემადგენლობაში არაერთი ამომავალი ვარსკვლავი ჰყავს, მიწასთან გაასწორა რუსეთის ეროვნული გუნდი. საბოლოო ანგარიშზე, დიდწილად, ნიკიტა ჩიჩერინის გაძევებამ იმოქმედა -
მოსკოვის "დინამოს" მცველმა მოედანი 49-ე წუთზე დატოვა, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 1:0 იყო.

ამის შემდეგ "ორანიე" შეუჩერებელი გახდა და სლავების კარში კიდევ 4 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით კარგად ლუუკ დე იონგი და ოლა ჯონი გაისარჯნენ - მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ფორვარდმა გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, "ბენფიკას" შემტევმა კი გოლს ერთი საგოლე პასი დაუმატა.

ასევე, აღვნიშნოთ ლეროი ფერი - "ტვენტეს" ნახევარმცველი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შემოვიდა ცვლილებაზე და გერმანიასთან გამართული მატჩის მსგავსად, ამჯერადაც ბოლო წუთზე გაიტანა.

ჰოლანდიამ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო. ამ პერიოდში კორ პოტის შეგირდებმა 26 (!) გოლი გაიტანეს და მხოლოდ 4 გაუშვეს.

ჯგუფის და მთლიანად მეორე ტურის ცენტრალური მატჩი კი გერმანიის და ესპანეთის დაპირისპირება იყო. პირველ ტურში წაგების შემდეგ გერმანელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ. ლუის ჰოლტბი და კომპანია ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. შესანიშნავად დაკომპლექტებულმა ესპანეთმა მატჩის ბოლოსკენ გოლი აქეთ გაიტანა და ბუნდესნაკრები ჯგუფში ჩატოვა.

"ფურია როხას" რიგებში თავი ისევ ალვარო მორატამ გამოიჩინა, რომელიც კვლავ ცვლილებაზე შემოვიდა. ვფიქრობთ, დროა "ბარსელონას" ყოფილი მეკარე და ამჟამად ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი ხულენ ლოპეტეგი დაფიქრდეს და მომდევნო შეხვედრაში ძირითადში უკვე "რეალის" შემტევი დააყენოს.

ევროპის ჩემპიონატი. U 21. II ტური
A ჯგუფი
ინგლისი-ნორვეგია 1:3
გოლები: 0:1 ბერგე (15), 0:1 ბერგეტი (34), 0:3 ეიკრემი (52), 1:3 დოუსონი (57-პენ)
ინგლისი (4-2-3-1): ბატლენდი - სმიტი, კოულკერი, დოუსონი (85. უისდომი), როუზი - ჩალობა, ჰენდერსონი, ლოუ (46. უიკჰემი) - ინსი, რედმონდი (67. შელვი) - ზაჰა.
ნორვეგია (4-3-3): ნილანდი - ელაბდელაუი, რონე (83. ნორდტვეიტი), ბერგე (57. ლინესი), სტრანდბერგი - სინგჰი, იოჰანსენი, ეიკრემი (68. იბრაჰიმი) - ბერგეტი, პედერსენი, ნილსენი.

იტალია-ისრაელი 4:0
გოლები: 1:0 საპონარა (18), 2:0 გაბიადინი (42), 3:0 გაბიადინი (53), 4:0 ფლორენცი (71)
იტალია (4-4-2): ბარდი - დონატი, ბიანკეტი, კალდიროლა, ბირაგი - საპონარა, ფლორენცი, ვერატი (70. სანსონე), ინსინიე (40. როსი) - იმობილე, გაბიადინი (57. დესტრო).
ისრაელი (4-4-1-1): კლეიმანი - დასა (46. ვერტა), ვაჰაბა, ბენ ჰარუში, ტავატა - ცაგური, კრიაფი, ბიტონი, გოლასა - კალიბატი (83. აზამი) - ტურგემანი (66. ბანუში).
გაძევება: გოლასა (37)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 2 2 0 0 5-0 6
2. ნორვეგია 2 1 1 0 5-3 4
3. ისრაელი 2 0 1 1 2-6 1
4. ინგლისი 2 0 0 2 1-4 0

B ჯგუფი
ჰოლანდია-რუსეთი 5:1
გოლები: 1:0 ვეინალდუმი (38), 2:0 ლ. დე იონგი (61), 2:1 ჩერიშევი (65), 3:1 ო. ჯონი (69), 4:1 ჰუსენი (83), 5:1 ფერი (90)
ჰოლანდია (4-3-3): ზუტი - ვან რეინი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ბლინდი - სტროოტმანი (77. კლასი), ვან გინკელი, მაჰერი (73. ფერი) - ვეინალდუმი, ო. ჯონი, ლ. დე იონგი (82. ჰუსენი)
რუსეთი (4-4-1-1): ზაბოლოტნი - ჩიჩერინი, ბურლაკი, ბელიაევი, შენიკოვი - იაკოვლევი (54. ჩერიშევი), ცაგალოვი, ს. პეტროვი, შატოვი (77. ბიბილოვი) - ძაგოევი - სმოლოვი (73. პანიუკოვი)
გაძევება: ჩიჩერინი (49. რუსეთი)
მაყურებელი: 7 500

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანია-ესპანეთი 0:1
გოლი: მორატა (86)
გერმანია (4-3-2-1): ლენო - იანჩკე, გინტერი, თესკერი, ზორგი - რუდი (82. რიუდიგერი), როდე (70. ჩანი), ჰოლტბი - ჰერმანი (64. ლასოგა), ფოლანდი - კლემენსი
ესპანეთი (4-3-2-1): დე ხეა - მონტოია, ბარტრა, ი. მარტინესი, ა. მორენო - ილიარამენდი, კოკე, ტიაგო ალკანტარა - ტელიო (85. მუნიაინი), ისკო (89. იგნასიო კამაჩო) - როდრიგო (73. მორატა)
მაყურებელი: 20 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 2 2 0 0 8-3 6
2. ესპანეთი 2 2 0 0 2-0 6
3. გერმანია 2 0 0 2 2-4 0
4. რუსეთი 2 0 0 2 1-6 0

ბომბარდირები: 2 - გაბიადინი (იტალია), ვეინალდუმი (ჰოლანდია), ფერი (ჰოლანდია), მორატა (ესპანეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰოლანდიურ-გერმანული თრილერი
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი ნაკრებები ყავთ იტალიას,ჰოლანდიას და ესპანეთს! ბრავო!
del piero 10
13:15 10-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული