ესპანეთის ნაკრებმა 2:0 მოუგო ირლანდიას, რომელსაც ამერიკაში გულშემატკივარი არ აკლდა და არც ურიგოდ უთამაშია.
ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივე შემთხვევაში თავი შეცვლაზე შესულებმა გამოიჩინეს: "ვალენსიას" ფორვარდმა რობერტო სოლდადომ და ყოფილმა ვალენსიელმა - ხუან მატამ. პირველ შემთხვევაში უხეშად შეცდა ირლანდიელთა ცენტრალური მცველი ოდი, ბურთი სოლდადოს მიუვიდა და ფორვარდმაც საჯარიმოს მისადგომიდან დაუმუშავებლად დაარტყა ფორდის კარში. 88-ე წუთზე
აღსანიშნავია, რომ ესპანელთა სასტარტო შემადგენლობა ისეთი იყო, როგორიც ალბათ კონფედერაციათა თასზე იქნება... ერთი გამონაკლისის გარდა - კარში ვიქტორ ვალდესი იდგა, ხოლო იკერ კასილიასი მხოლოდ მეორე ტაიმში ვიხილეთ. დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკე მატჩამდე ორჭოფულად აცხადებდა, რომელი მეკარეც არ უნდა დავაყენო კარში, მართალი ვიქნებიო.
სხვათა შორის, მატჩის გმირი სწორედ იკერი გახდა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს ორი ფანტასტიკური "სეივით" იხსნა გუნდი. ვისენტე დელ ბოსკეს საფიქრალი გაუჩინა ირლანდიელი ქუინის უხეშობამ, რომელმაც საკმაოდ სერიოზულად დააშავა სერხიო ბუსკეტსი, რომლის თამაშიც ურუგვაის ნაკრებთან საეჭვოა.
სხვათა შორის, ამერიკელმა რეფერი მარუფომ 84-ე წუთზე საეჭვო ვითარებაში არ ჩათვალა სენტ ლედჯერის გოლი (სწორედ იმ ეპიზოდის მერე, როცა კასილიასმა იყოჩაღა).
16 ივნისს "ფურია როხა" კონფედერაციის თასს ურუგვაის ნაკრებთან მატჩით იწყებს.
ესპანეთი-ირლანდია 2:0
გოლები: 1:0 სოლდადო (69), 2:0 მატა (88)
ესპანეთი (4-3-3): ვალდესი (58. კასილიასი) - არბელოა, პიკე, ს. რამოსი, ალბა - ჩავი (69. მატა), ბუსკეტსი, ინიესტა (58. ფაბრეგასი) - სილვა (46. ნავასი), ვილია (58. სოლდადო), პედრო (78. კასორლა).
ირლანდია (4-4-2): ფორდი (73. რენდოლფი) - მაკშეინი, სენტ ლედჯერი, ოდი, კელი (88. დელეინი) - კოულმენი, ჰენდრიკი (46. ქუინი), მაკარტი (87. ლონგი), კიო (73. მაკლინი) - კინი (56. კოქსი), სამონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვისენტე დელ ბოსკე: ესპანეთის ნაკრებს კარგი ცენტრფორვარდი არ ჰყავს