ჯოვანი ტრაპატონი: ახლანდელი ესპანეთი პელეს ბრაზილიაზე დიდი გუნდია

AutoSharing Option
ირლანდიის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა ჯოვანი ტრაპატონიმ ცამდე აიყვანა ესპანეთის ეროვნული ნაკრები.

მისი მტკიცებით, დღევანდელი "ფურია როხა" პლანეტის ყველა დროის საუკეთესო გუნდია. ის თვით პელეს ბრაზილიასაც აღემატება. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს მეტი კლასი გამოარჩევს.

"ამ ნაკრების წარმატებების საიდუმლო ის არის, რომ მათ შეუძლიათ, მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭულებმა გაუგონ. შეუძლებელია, მათ წაართვა ბურთი. მე ჯერ არასოდეს მინახავს გუნდი, რომელიც ასეთ სისწრაფეზე ასე ზუსტად მოქმედებს. ისინი ბრაზილიის იმ ნაკრებსაც კი სჯობნიან, რომლის ლიდერიც პელე იყო".

ასევე იხილეთ:
იკერ კასილიასი სასტარტოდან ვისენტე დელ ბოსკემაც ამოაგდო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული