ტაიტიმ პირველი, ისტორიული მატჩი 1:6 წააგო, მაგრამ მათ გასწვრივ დაწერილი ერთიანი იმ ექვს გაშვებულ ბურთზე მნიშვნელოვანია.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე და საკუთარი სახელი, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ტაიტის ფეხბურთის ისტორიაში ჩავწერე, - განაცხადა ჯონათან ტეჰაუმ და დაამატა - გოლის შემდეგ გონება დამიბნელდა. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, იყო ის, რომ მეგობრებთან ერთად სათანადოდ უნდა მეზეიმა".
ტეჰაუ ძალიან გახარებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა 1:6 წააგო, მან კი
გოლის შემდეგ ხანგრძლივი ზეიმი დაიწყო - ტაიტელი ფეხბურთელები კანოეს მართვის იმიტაციას აკეთებდნენ, ასე კი გოლებს მარამა ვაირუა, ნაკრების ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი აღნიშნავს. საფრანგეთის ჩემპიონატში გატარებული 14 სეზონის განმავლობაში ვაირუას ასე გოლი 91-ჯერ აღუნიშნავს.
"გოლის ასე აღნიშვნაზე საავტორო უფლებებს ნამდვილად არ ვფლობ, ის მთელ გუნდს და მთელ ქვეყანას ეკუთვნის," - აღნიშნა ვაირუამ, ვინც ტეჰაუს საგოლე პასი გაუკეთა.
ისევ ვაირუა: "ეს ყველაფერი, უბრალოდ, კარგ იდეად მოგვეჩვენა. მეგობრებმა ამისგან სიამოვნება მიიღეს - მათ გაიგეს, თუ რა შეგრძნებაა, როდესაც უამრავი ქომაგის და მილიონობით ტელემაყურებლის წინაშე გოლი გაგაქვს. ეს, უბრალოდ, ძალიან ლამაზი მომენტი იყო და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გოლი მე გამეტანოს".
"ჩვენ გოლი კი გავიტანეთ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მთელი გულით ვითამაშეთ. გვინდა მსოფლიომ ასეთ გუნდად დაგვიმახსოვროს," - განაცხადა ტაიტის სარეზერვო კიპერმა მიკაელ როშმა.
ტაიტელთა მომდევნო მეტოქე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია. მატჩი ლეგენდარულ "მარაკანაზე" უნდა გაიმართოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრების დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ [VIDEO]