ტიაგო ალკანტარამ ისკოს და ალვარო მორატას შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ თავურით გაიტანა.
მალევე იტალიელებმა გაათანაბრეს. ბიანკეტის 50-მეტრიანი პასით ჩირო იმობილემ იხეირა, მან დავიდ დე ხეას თავზე გადაუგდო ბურთი.
ამის შემდეგ "როხიტას" უპირატესობა იმდენად აშკარა გახდა, რომ სხვანაირად შეუძლებელი იყო - ტიაგომ ტაიმის ბოლომდე შეასრულა ჰეთ თრიკი, ჯერ თამაშიდან, შემდეგ ტელიოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტით.
65-ე წუთზე იტალიელები მონტოიას ეუხეშნენ საჯარიმოში და ყველა კითხვას პასუხი
ერთადერთი, რაც იტალიამ მოახერხა, ბორინის გოლი იყო, რომელიც შესანიშნავი კომბინაციის ასეთივე დაგვირგვინება იყო - ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია.
18.06. ევროპის ჩემპიონატი. ფინალი
იტალია-ესპანეთი 2:4
გოლები: 0:1 ტ. ალკანტარა (6), 1:1 იმობილე (10), 1:2 ტ. ალკანტარა (31), 1:3 ტ. ალკანტარა (38), 1:4 ისკო (65-პენ), 2:4 ბორინი (80)
იტალია (4-4-2): ბარდი - დონატი, ბიანკეტი, კალდიროლა, რეჯინი - ფლორენცი (58. საპონარა), როსი, ვერატი, ინსინიე - ბორინი, იმობილე (57. გაბიადინი).
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - მონტონია, ი. მარტინესი, ბარტრა, მორენო - კოკე (86. ნაჩო კამაჩო), ილიარამენდი, ტ. ალკანტარა - ტელიო (70. მუნიაინი), მორატა (80. როდრიგო), ისკო.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"