ნიგერია VS ურუგვაი - ფინალის ტოლფასი მატჩი

AutoSharing Option
კენჭისყრის დღიდან ცნობილი იყო, რომ ამ ჯგუფში მეორე ადგილისთვის ნიგერია და ურუგვაი იბრძოლებდნენ. მათი ურთიერთშეხვედრა (სხვათა შორის, ისტორიაში პირველი) ფინალის ტოლფასია, რადგან დამარცხების შემთხვევაში ურუგვაი ჯგუფიდან გასვლის ყველანაირ შანსს დაკარგავს.

ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისმა გუნდმა 90 წუთის განმავლობაში ითამაშოს ისეთივე ფეხბურთი, როგორც ესპანეთთან მატჩის ბოლო 20 წუთში.

თავად "სელესტეს" დამრიგებელმა განაცხადა, რომ შემადგენლობაში ცვლილებებს აპირებს, ეს კი ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, ძირითადში დიეგო ფორლანი გამოჩნდეს.

ცვლილებების განხორციელებას, ოღონდ მხოლოდ დაცვის ხაზში, აპირებს სტივენ კეშიც. ნიგერიელთა
დამრიგებელი კავანი-სუარესის მრისხანე დუეტს უფრთხის და მან ძალიან კარგად იცის, რომ მის გუნდს ტაიტისთან მატჩის მსგავსი იოლი შეხვედრა არ ელის.

სხვათა შორის, ნიგერიას უკვე 18 თამაშია, არ წაუგია, რაც ამ ქვეყნის რეკორდია. ბოლოს აფრიკელები 2012 წელს, პერუსთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდნენ (0:1).

ზოგადად, სამხრეთამერიკელ მეტოქეებთან ნიგერიას საკმაოდ ცუდი ბალანსი აქვს: 3 მოგება, 4 ფრე და 10 მარცხი.

კომენტარები
"აქ ყველა მოსაგებად ჩამოვიდა. ურუგვაი ჩვენ დამარცხებას გეგმავს. ჩვენ უნდა მოვუმატოთ და ბოლომდე კონცენტრირებულნი ვიყოთ," - განაცხადა სტივენ კეშიმ.

"ვიცით, რომ ნიგერიასთან გადამწყვეტი მატჩი გველის და რომ ფრე მათთვის უფრო მისაღები შედეგია, ვიდრე ჩვენთვის. ამ მატჩს ფრედ თუ დავასრულებთ, ბოლო ტურის წინ ყველაფერი ჩვენს ხელში აღარ იქნება, ეს კი არ უნდა დავუშვათ", - ეს უკვე დიეგო ფორლანის სიტყვებია.

დღის სტატისტიკა
- ბრაზილია და მექსიკა კონფედერაციათა თასზე ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდნენ. ბრაზილია-აშშ-სთან ერთად, ყველაზე ხშირად ამ ტურნირზე სწორედ ამ გუნდების დაპირისპირება შემდგარა.

- მეორე ტურის მატჩი ბრაზილიისთვის 30-ე იყო ამ ტურნირზე, რაც რეკორდია.

- მეორე ადგილზე მექსიკაა 21 მატჩით.

- ტურნირზე მონაწილე რვა გუნდიდან კონფედერაციათა თასი მხოლოდ ამ ორს აქვს მოგებული.

- ნამდი ოდუამადი გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, ვინც კონფედერაციის თასზე ჰეთ თრიქი შეასრულა.

- ნიგერია კონფედერაციათა თასზე დაუმარცხებელია (2 მოგება და 1 ფრე)

- ჯონათან ტეჰაუ გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ფიფას ეგიდით ჩატარებული ტურნირის მატჩში ორივე გუნდის კარში გაიტანა და წააგო. აქამდე სულ ასეთი შემთხვევა (გოლი+ავტოგოლი) 6-ჯერ დაფიქსირდა და ყველა შემთხვევაში გმირ-ანტიგმირი ფეხბურთელის გუნდი იგებდა.

- ტაიტის და ნიგერიის შეხვედრაში შვიდი გოლი გავიდა (1:6), რაც კონფედერაციათა თასზე აქამდე არ მომხდარა. ამაზე მეტი ბურთი გულშემატკივარმა მხოლოდ ბრაზილია-საუდის არაბეთის მატჩში იხილა, რომელიც 8:2 დასრულდა.

კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. B ჯგუფი
ნიგერია-ურუგვაი 02:00
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ნიგერია 1 1 0 0 6-1 3
2. ესპანეთი 1 1 0 0 2-1 3
3. ურუგვაი 1 0 0 1 1-2 0
4. ტაიტი 1 0 0 1 1-6 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი: ჩვენ დავბრუნდებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული