ნიგერია-ურუგვაი 1:2 - ორი დიეგო და პირველი სამი ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
20 ივნისს ბრაზილიურ სალვადორში, "ფორტე-ნოვას" სტადიონზე, კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ურუგვაის ეროვნული გუნდი ნიგერიის ნაკრებს დაუპირისპირდა.

მატჩში გამარჯვება ოსკარ ტაბარესის შეგირდებმა მოიპოვეს.

ანგარიში მე-19 წუთრზე დიეგო ლუგანომ გახსნა. "სუპერარწივებმა" გათანაბრება ჯონ ობი მიკელის გოლით (38) შეძლეს, თუმცა 52-ე წუთზე დიეგო ფორლანმა გამარჯვებისა მაინც გაიტანა და ურუგვაის ნაკრებს ტურნირზე პირველი სამი ქულა მოაპოვებინა.

აღსანიშნავია, რომ ნიგერიასთან შეხვედრა ურუგვაელი ვარსკლავისთვის საიუბილეო - მეასე მატჩი იყო ეროვნული გუნდის მაისურით, რაც მის სამშობლოში სარეკორდოა.

ამასთან, ფორლანმა გატანილი გოლით საკუთარი
სანაკრებო რეკორდიც გააუმჯობესა - ახლა მის ანგარიშზე 34 გოლია.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები ტაიტის დაუპირისპირდებიან, ნიგერია კი - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს.

მეორე ტურის შემდეგ B ჯგუფს 6 ქულით ესპანეთი ლიდერობს, 3-3 ქულა აქვთ ურუგვაისა და ნიგერიას, ტაიტის კი - 0.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ასევე იხილეთ:
ესპანეთი-ურუგვაი 2:1 - ვისენტე დელ ბოსკე კმაყოფილია [VIDEO]
ნიგერია-ტაიტი 6:1 - ტეჰაუს ისტორიული გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული