ნიგერია VS ესპანეთი - მოჩვენებითი ინტრიგა და სახუმარო შანსი

AutoSharing Option
კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპი 23 ივნისს დასრულდება. სამი ნახევარფინალისტის ვინაობა მანამდეც ცნობილი იყო: ბრაზილია, იტალია და ესპანეთი უკვე მომდევნო ეტაპზე ფიქრობენ.

მართალია, ესპანეთს ოფიციალურად ჯგუფიდან გასვლა არ გაუფორმებია, მაგრამ გვეეჭვება "ფურია როხამ" ნიგერიასთან 4-ბურთიანი სხვაობით წააგოს.

ამას გარდა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ნახევარფინალში მასპინძლებთან დაპირისპირებას აარიდებს, რომლებმაც A ჯგუფში პირველობა წინა დღეს, 22 ივნისს, იტალიის ნაკრების ძლევით გაიფორმეს (იხილეთ ვრცლად).

B ჯგუფში კი მხოლოდ მოჩვენებითი, მატყუარა ინტრიგა არსებობს. სასწაული უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ნიგერია ჯგუფიდან გავიდეს:
სტივენ კეშის
შეგირდებმა ესპანეთის ნაკრებს 4-ბურთიანი სხვაობით უნდა მოუგონ, ან თუ მინიმაური სხვაობით მოიგებენ, იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ურუგვაი ტაიტის ბევრ გოლს ვერ გაუტანს.

ურუგვაი იქით იყოს და ნიგერიის მინიმალური გამარჯვებაც კი წარმოუდგენელი, უდიდესი სენსაცია იქნება.

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფიდან 1//2 ფინალში გასვლა ოფიციალურად განაღდებული არავის აქვს და თეორიული შანსი ტაიტისაც კი შერჩა (ეს ხუმრობით), რეალურად აქ ყველაფერი გარკვეულია.

კონფედერაციათა თასი 2013. B ჯგუფი. III ტური
23 ივნისი
ნიგერია-ესპანეთი 23:00
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1 =0 -1 (3-2)

ურუგვაი-ტაიტი 23:00
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 2 0 0 12-1 6
2. ნიგერია 2 1 0 1 7-3 3
3. ურუგვაი 2 1 0 1 3-3 3
4. ტაიტი 2 0 0 2 1-16 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. II ტური: იაპონიის მზე რესიფეში ჩაესვენა
მკითხველის კომენტარები / 2 /
murtalo ტაიტი ე.წ. ფეხბუერთს თამაშობდა და მთელი პლანეტის სამსხარაო გახდა, შენნაირებს კაცმა ,რომ დაგიჯეროთ ჩვენი ფეხბურთის ნაკლრებიც სამასხარაო უნდა გახდე, იმის გამო რომ " დაცვაში არ ვიდგედ და შევუტიოთ
l.sakvarelidze80@yahoo.com
09:39 24-06-2013
0
თაიტის ნაკრები მიუხედავად ასტრონომიული ანგარიშებისა მაინც ფეხბურთს თამაშობდა...არ იდგა ჩვენსავით დაცვაში 11კაცით...ისე ჩააბარონ ქეცბაიას და აღარ გაუშვებენ ამდენს:)...წადი რა თემურ, გემუდარები, კაცი არა ხარ?!
murtalo
03:11 24-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული