მართალია, ესპანეთს ოფიციალურად ჯგუფიდან გასვლა არ გაუფორმებია, მაგრამ გვეეჭვება "ფურია როხამ" ნიგერიასთან 4-ბურთიანი სხვაობით წააგოს.
ამას გარდა, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება ნახევარფინალში მასპინძლებთან დაპირისპირებას აარიდებს, რომლებმაც A ჯგუფში პირველობა წინა დღეს, 22 ივნისს, იტალიის ნაკრების ძლევით გაიფორმეს (იხილეთ ვრცლად).
B ჯგუფში კი მხოლოდ მოჩვენებითი, მატყუარა ინტრიგა არსებობს. სასწაული უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ნიგერია ჯგუფიდან გავიდეს:
ურუგვაი იქით იყოს და ნიგერიის მინიმალური გამარჯვებაც კი წარმოუდგენელი, უდიდესი სენსაცია იქნება.
მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფიდან 1//2 ფინალში გასვლა ოფიციალურად განაღდებული არავის აქვს და თეორიული შანსი ტაიტისაც კი შერჩა (ეს ხუმრობით), რეალურად აქ ყველაფერი გარკვეულია.
კონფედერაციათა თასი 2013. B ჯგუფი. III ტური
23 ივნისი
ნიგერია-ესპანეთი 23:00
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1 =0 -1 (3-2)
ურუგვაი-ტაიტი 23:00
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 2 2 0 0 12-1 6
2. ნიგერია 2 1 0 1 7-3 3
3. ურუგვაი 2 1 0 1 3-3 3
4. ტაიტი 2 0 0 2 1-16 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კონფედერაციათა თასი. ბრაზილია 2013. II ტური: იაპონიის მზე რესიფეში ჩაესვენა