ხუთშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩაში მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. რიო დე ჟანეიროს ცენტრში 300 000-ზე მეტი ადამიანი შეგროვდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
პოლიციას და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ადგილი ჰქონდა სალვადორშიც, სადაც რამდენიმე საათში ურუგვაის და ნიგერიას მატჩი უნდა დაწყებულიყო.
რიო დე ჟანეიროს და სალვადორის გარდა, აქტიურობდნენ ფორტალეზას, ბრაზილიის და სან პაულოს მაცხოვრებლები.
რამდენიმე გამოცემამ გაავრცელა სენსაციური
რა თქმა უნდა, მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება წარმოუდგენელია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ასეთი ინფორმაცია ჩნდება, უკვე საკმაოდ არასასიამოვნოა.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების და კონფედერაციათა თასის ორგანიზებისთვის დახარჯული გაუთვალისინებელი მილიონების გამო დაიწყო.
მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, მოქალაქეები პოლიციის მხრიდან აშკარა ძალადობას, ინფლაციას და დიდი სპორტული შეჯიბრების მასპინძლობისთვის დახარჯულ მილიარდებს აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასის გარდა, ბრაზილიაში 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, რიო კი 2016-ში ოლიმპიადას უმასპინძლებს.
ბრაზილიელები უკმაყოფილონი არიან მსოფლიოს ჩემპიონატის ბილეთების მაღალი ფასებითაც და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათი აზრით, 12 ახალი სტადიონის ასაშენებლად მთავრობამ ჯანდაცვისთვის და განათლებისთვის გამოყოფილი სახსრები გამოიყენა.
როგორც ვარაუდობენ, მუნდიალის მასპინძლობა ქვეყანას 12 მილიარდი ევრო დაუჯდება.
საინტერესოა, რომ დემონსტანტებს ღიად დაუჭირა მხარი ბრაზილიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის არიან: დანი ალვეში, ნეიმარი, ჰალკი და დავიდ ლუისი.
"მე მშვიდობიანი დემონსტრაციის მომხრე ვარ. მოქალაქეებს აქვთ უფლება გამოხატონ საკუთარი მოსაზრება და დააფიქსირონ, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან.
ადამიანები ასე საკუთარი მიზნების მიღწევას და ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას ცდილობენ. ისინი ჯანდაცვისა და განათლებისთვის იბრძვიან.
ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ და იმედი ვიქონიოთ, რომ კონსენსუსამდე მივალთ და რომ მომავალი უკეთესი იქნება," - განაცხადა დავიდ ლუისმა.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფიფამ შესაძლოა კონფედერაციათა თასი შეაჩეროს [VIDEO]