ლუიშ ფელიპე სკოლარი: შესაძლოა ტიაგო სილვამ და დანიელ ალვეშმა ვერ ითამაშონ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ აღიარა, რომ შემადგენლობაში იტალიის ეროვნულ გუნდთან კონფედერაციათა თასის მატჩამზე გარკვეულ კორექტივებს შეიტანს.

22 ივნისს ჩვენი დროით 23:00 საათზე A ჯგუფის ლიდერი ბრაზილია იტალიას დაუპირისპირდება.

ამ მატჩის გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ნახევარფინალურ მატჩში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრას აარიდებს თავს, რომლებიც საკუთარ ჯგუფში გამოსვლას სავარაუდოდ პირველ ადგილზე დაასრულებენ.

"გადავწყვიტე პაულინიო არ ვათამაშოთ, რათა ტრავმისგან სრულებით გამოჯანმრთელდეს. მას ერნანესი შეცვლის. ეს ნორმალური გადაწყვეტილებაა და არ მგონია, რომ ამის გამო თამაშის ხარისხი გაფუჭდეს.

ჯერ არ გადამიწყვეტია გამოვლენ თუ არა მოედანზე დანიელ ალვეში და ტიაგო სილვა, რადგან ბევრი ყვითელი ბარათი აქვთ და
დისკვალიფიკაციის საფრთხე არსებობს .

მათ სურთ თამაში და ამაზე კიდევ ვიფიქრებ",
- თქვა სკოლარიმ.

რაც შეეხება იტალიელებს, "სკუადრა აძურას" ვერ დაეხმარებიან ანდრეა პირლო და დანიელე დე როსი.

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო, ხოლო "რომას" ჰავბეკს დისკვალიფიკაცია აქვს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა სტეფან ელ-შაარავის თამაში, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებს.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიელებს ფრეც აძლევთ ხელს, რადგან ბურთების უკეთესი შეფარდებით ჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ.

ასევე იხილეთ:
იტალია VS ბრაზილია - მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული