დიეგო ფორლანი: ჟურნალისტებო, დაანებეთ თავი კავანის და სუარესს

AutoSharing Option
"მარკასთან" ინტერვიუში ურუგვაის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა დიეგო ფორლანმა აღნიშნა, რომ შეწუხებულია ნაკრებში მის თანაგუნდელებზე პრესის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო.

ფორლანი ედინსონ კავანის და ლუის სუარესს გულისხმობს. საქმე იმაშია, რომ ორივე ფორვარდი ახლა მედიის ყურადღების ცენტრშია, რადგან სატრანსფერო ციებ-ცხელებაში არიან ჩაბმულნი.

"კავანის და სუარესს თამაშის სხვადასხვა სტილი აქვთ, თუმცა გოლების გატანა ორივეს კარგად გამოსდის. რაც შეეხება მათ მომავალს, პირველ რიგში, დაველოდოთ, მადრიდის "რეალში" დაინიშნოს ახალი მწვრთნელი. რასაც ახლა ამ ბიჭებზე წერენ, მხოლოდ სპეკულაციებია. მე ველაპარაკე მათ ამ თემაზე და მივხვდი, რომ
დროა, ჟურნალისტებმა ცოტა ხნით
დაანებონ მათ თავი".

ასევე იხილეთ:
დიეგო ფორლანმა იუბილე სათანადოდ აღნიშნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული