ესპანელი ფეხბურთელები ბრაზილიურ სპორტულ ჟურნალს ცილისწამებისთვის უჩივლებენ

AutoSharing Option
ესპანური პრესის ცნობით, "ფურია როხას" რამდენიმე ფეხბურთელი აპირებს უჩივლოს ბრაზილიურ სპორტულ ჟურნალ "გლობოესპორტეს", რომელიც ტელეკომპანია "ო გლობოს" ეკუთვნის.

ესპანელები ამტკიცებენ, რომ ჟურნალმა "ფურია როხას" შესახებ სიცრუე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ საქმის ვითარებას - ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ესპანელმა ფეხბურთელებმა ქალაქ რესიფეს სასტუმროში აღმოაჩინეს, რომ გაქურდეს და პოლიციას მიმართეს.

ამ ამბის შემდეგ ჟურნალმა "გლობოესპორტემ" განსხვავებული ვერსია გამოაქვეყნა: თითქოს ესპანელებმა მატჩის შემდეგ ღამის ბარში ორგია მოაწყვეს, ფული კი მათ მეძავებმა მოპარეს, რომელთაც ღამე მათ ნომრებში გაათენეს.

ასევე იხილეთ:
ესპანეთის ნაკრები ბრაზილიაში სკანდალში გაეხვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული