მეტოქეებმა ფინალისტის ვინაობა 90 წუთში ვერ გამოავლინეს და ინგლისელმა არბიტრმა ჰოვარდ ვებმა ორი დამატებითი ტაიმი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხას" უპირატესობა გამოიკვეთა, 120 წუთი 0:0 დასრულდა.
ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც 6-6 დარტყმა ორივე გუნდმა კარგად შეასრულა, ხოლო იტალიელთაგან მეშვიდე ნიშნულთან ლეონარდო ბონუჩი მივიდა, ვისი დარტყმულიც კარს ასცდა.
ხესუს ნავასმა ესპანეთს ფინალის საგზური მოუტანა - 7:6.
კონფედერაციათა თასი. ბრაზილია
ესპანეთი-იტალია 0:0 (პენ. 7:6)
ფინალი
ბრაზილია-ესპანეთი
მე-3 ადგილისთვის
ურუგვაი-იტალია