ესპანეთი-იტალია 0:0 (პენ. 7:6) - "სკუადრა აძურა" ლეონარდო ბონუჩიმ დააღალატა

AutoSharing Option
27 ივნისს ბრაზილიაში მიმდინარე კონფედერაციათა თასზე ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

მეტოქეებმა ფინალისტის ვინაობა 90 წუთში ვერ გამოავლინეს და ინგლისელმა არბიტრმა ჰოვარდ ვებმა ორი დამატებითი ტაიმი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხას" უპირატესობა გამოიკვეთა, 120 წუთი 0:0 დასრულდა.

ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელშიც 6-6 დარტყმა ორივე გუნდმა კარგად შეასრულა, ხოლო იტალიელთაგან მეშვიდე ნიშნულთან ლეონარდო ბონუჩი მივიდა, ვისი დარტყმულიც კარს ასცდა.

ხესუს ნავასმა ესპანეთს ფინალის საგზური მოუტანა - 7:6.

კონფედერაციათა თასი. ბრაზილია
2013. ნახევარფინალი

ესპანეთი-იტალია 0:0 (პენ. 7:6)

ფინალი

ბრაზილია-ესპანეთი

მე-3 ადგილისთვის
ურუგვაი-იტალია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული