კონფედერაციათა თასზე მესამე ადგილი იტალიის ნაკრებმა დაიკავა

AutoSharing Option
30 ივნისს კონფედერაციათა თასზე მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც იტალიის ნაკრები ურუგვაის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

შეხვედრის ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 2:2.

ანგარიში 24-ე წუთზე დავიდე ასტორიმ გახსნა და ტაიმი "სკუადრა აძურამ" მოიგო. ურუგვაელებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს - 58-ე წუთზე ედინსონ კავანიმ შეძლო გატანა.

იტალიელებმა ანგარიშში უპირატესობა 73-ე წუთზე ალესანდრო დიამანტის გოლით კვლავ მოიპოვეს, თუმცა კავანიმ ჯანლუიჯი ბუფონის კარის დალაშქვრა და დუბლის გაფორმება მაინც შეძლო (78) და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.

აღსანიშნავია,
რომ ესპანეთის ნაკრებთან ნახევარფინალური მატჩისგან განსხვავებით, პენალტების სერიაში ბრწყინვალედ გაისარჯა იტალიელთა კარის დარაჯი, რომელმაც ხუთიდან სამი პენალტი მოიგერია და თავის გუნდს გაამარჯვებინა. ბუფონმა პირველივე დარტყმა დიეგო ფორლანს აუღო, მეოთხე და მეხუთე დარტყმა კი მარტინ კასარესსა და ვალტერ გარგანოს.

იტალიელთაგან თერთმეტმეტრიანიდან გატანა მხოლოდ მატია დე შილიომ ვერ შეძლო.

კონფედერაცაითა თასის ფინალი მოგვიანებით (თბილისის დროით ღამის 2 საათზე) გაიმართება და მასში მასპინძელი ბრაზილია ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული