მირჩა ლუჩესკუ ჰენრიხ მხითარიანს ინგლისს არ ურჩევს

AutoSharing Option
"შახტარის" 24 წლის სომეხი ვარსკვლავის, ჰენრიხ მხითარიანის მომავალთან დაკავშირებით უამრავი ვერსია ვრცელდება.

"ლელო" ამ დღეებში წერდა, რომ სატრანსფერო ბრძოლაში გამარჯვების უმთავრესი კანდიდატი დორტმუნდის "ბორუსია" გახდა, თუმცა ლაპარაკი იმაზე, რომ პროცესს "ტოტენჰემი" და "ლივერპული" ჩამოშორდნენ, გადაჭარბება იქნებოდა. "შახტარის" თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ შეგირდს პრესის საშუალებით მიმართა და ურჩია, რომ ინგლისში კარიერის გაგრძელებაზე არ ეფიქრა. აი, რას ამბობს 67 წლის რუმინელი სპეციალისტი Sky Sports-თან ინტერვიუში:

- რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჰენრიხის გადასაწყვეტია. კარგია, რომ მას ჯერ კიდევ აქვს დრო, რათა ყველაფერი კარგად
აწონ-დაწონოს. პირადად მე მიმაჩნია, რომ "ლივერპულში" ან "ტოტენჰემში" სათამაშოდ გადასვლა სერიოზული შეცდომა იქნება. მესმის, რომ მას წასვლა სურს, მაგრამ მეორე მხრივ, მან უფრო ამბიციურ კლუბებზე უნდა გააკეთოს სწორება.

მაგალითად - "რეალსა" და "ბარსელონაზე". ის "შახტარზე" უფრო ძლიერ კლუბში უნდა წავიდეს. არც ლონდონელები და არც ლივერპულელები ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ. ჩვენ უძლიერესი გუნდი გვყავს, რომელიც ყოველ წელს ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჩემპიონთა ლიგაშიც წარმატებით ასპარეზობს. ჰენრიხი ცდება, თუკი ფიქრობს, რომ "ტოტენჰემი" და "ლივერპული" ჩვენზე მაღალი დონეა
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სომეხი ზიდანი - ჰენრიხ მხითარიანს დორტმუნდის "ბორუსიაში" უნდა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული