ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელობის 10 კანდიდატი ცნობილია

AutoSharing Option
უეფამ დაასახელა ევროპაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის 10 კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ 10-დან 4 კანდიდატი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ბაიერნს" წარადგენს: ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, ბასტიან შვაინშტაიგერი და თომას მიულერი.

ეს ტროფეი მიშელ პლატინიმ დააარსა, ევროპის სპორტული მედიის ჯგუფთან ასოციაციაში. პირველი გამარჯვებული იყო ლიონელ მესი (2010/11), შარშან კი საუკეთესოდ ანდრეს ინიესტა დაასახელეს.

გამარჯვებული 29 აგვისტოს მონაკოში გამოვლინდება, სადაც იმ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, კანდიდატთა სიაში არიან: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი
(დორტმუნდი), ლიონელ მესი (ბარსელონა) და რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).

ასევე იხილეთ:
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღების 32 ნომინანტი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული