აღსანიშნავია, რომ 10-დან 4 კანდიდატი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ბაიერნს" წარადგენს: ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, ბასტიან შვაინშტაიგერი და თომას მიულერი.
ეს ტროფეი მიშელ პლატინიმ დააარსა, ევროპის სპორტული მედიის ჯგუფთან ასოციაციაში. პირველი გამარჯვებული იყო ლიონელ მესი (2010/11), შარშან კი საუკეთესოდ ანდრეს ინიესტა დაასახელეს.
გამარჯვებული 29 აგვისტოს მონაკოში გამოვლინდება, სადაც იმ დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.
ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, კანდიდატთა სიაში არიან: გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი
ასევე იხილეთ:
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღების 32 ნომინანტი ცნობილია