იუპ ჰაინკესი: "ბარსელონა"? მწვრთნელობას აღარ ვაპირებ!

AutoSharing Option
მას მერე, რაც ტიტო ვილანოვას ავადმყოფობის შესახებ გაცხადდა და ეს უკანასკნელი "ბარსელონას" მწვრთნელობიდან გადადგა, კატალონიურ კლუბს ათამდე სპეციალისტი დაუკავშირეს, მათ შორის იუპ ჰაინკესი.

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი ფეხბურთიდან ტრიუმფით წავიდა, თუმცა ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ, შეიძლება, მან უარი არ თქვას "ბარსას" თავკაცობაზე.

იუპ ჰაინკესს "სქაი სპორტსი" დაუკავშირდა, თუმცა მწვრთნელმა კატეგორიულად უარყო ხმები:

"ბარსელონა"? გამორიცხეთ, მწვრთნელობას აღარ ვაპირებ, როგორც ერთხელ უკვე განვაცხადე. ტიტო ვილანოვას კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ".

ასევე იხილეთ:
"ბარსელონას" ფანებს მწვრთნელად მარსელო ბიელსა სურთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული