ფოტო-NEWS: ლიონელ მესი სკანდალში გახვიეს

AutoSharing Option
პაპარაცებმა "ბარსელონას" ლიდერი ლიონელ მესი სკანდალში გახვიეს. ფეხბურთელი ლას ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში გოგონასთან ერთად დააფიქსირეს, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ანტონელა როკუზოს - ლეოს ვაჟის ტიაგოს დედას.

ფოტო ტაბლოიდ Pronto-ს არგენტინულ ვერსიაში დაიბეჭდა, გამოცემის ხელმძღვანელმა ფერნანდო კეროლინიმ კი განაცხადა, რომ ფოტო შეიძლება ნამდვილი არ იყოს.

"სურათი, შესაძლოა, რომელიმე ფოტორედაქტორის დახმარებით იყოს გაკეთებული: ამას ადასტურებს ფოტოს სარკისებრი ეფექტი. სურათი საზოგადოებრივ ადგილას არის გადაღებული, ის არ იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, შეიძლებოდა არც კი გამოგვექვეყნებინა. ჩვენ მხოლოდ იმას ვაჩვენებთ, რაც მოხდა, მე კი საკუთარ აზრს
გამოვთქვამ", - ამბობს კეროლინი.

თავად ანტონელა როკუზომ Facebook-ის მეშვეობით გაუკეთა კომენტარი ამ ფოტოს: "ეს ფოტოშოპის ეფექტია! ლეოს სახე იმ ფოტოდანაა ამოჭრილი, სადაც მას ხელში ტიაგო უჭირავს. კიდევ ვის ეპარება ეჭვი ამ სურათის რეალურობაში?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: თავის ქალა მარიასთვის
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტიაგოს თავი ჩანს ამ ფოტოზე! უნოჭო ფოტოშოპია და დაძველდა უკვე ეს ამბავი, მარკამ ბოდიში მოიხადა. თქვენ კი ახლა წერთ? :)
გიო
10:06 01-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული