უეფას სამეული დაიწმინდა: ლიონელ მესი, ფრანკ რიბერი, კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა უეფას ვერსიით, ევროპის 2012/13 წლების საუკეთესო ფეხბურთელთათვის მებრძოლთა სია, გამოვლინდა სამეული, რომელიც აგრძელებს კიდევაც ბრძოლას: ლიონელ მესი, ფრანკ რიბერი და კრიშტიანო რონალდო.

არგენტინელმა, ფრანგმა და პორტუგალიელმა ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. ქულები კი ფეხბურთელებს უეფას წევრი ასოციაციების ჟურნალისტებისგან ერიცხებოდათ. ფინალურ ტურში შესანიშნავი სამეული გავიდა, რომელთაგანაც 29 აგვისტოს ერთი გაიმარჯვებს. იმავე დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაც გაიმართება.

ჟურნალისტებს ხუთ-ხუთი ფეხბურთელის დასახელება შეეძლოთ, პირველ ადგილზე გასული ხუთ ქულას იღებ
და, მეორეზე გასული - ოთხს და ასე შემდეგ. მესის, რიბერის და რონალდოს ქულები ბუნებრივია, არ ხმაურდება. აი, ათეულში დანარჩენ ადგილებზე გასულების ქულები უკვე ცნობილია და არც მათი გაცნობა უნდა იყოს უინტერესო:

4. რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი) - 80 ქულა; 5. არიენ რობენი (ბაიერნი) - 55;

6. თომას მიულერი (ბაიერნი) - 51; 7 გარეთ ბეილი (ტატონჰემი) - 48; 8. ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი) - 34; 9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ-ჟერმენი); 10. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 24.

სავარაუდოდ, ფიფას "ოქროს ბურთსაც" მესი, რიბერი და რონალდო შეეცილებიან ერთმანეთს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელობის 10 კანდიდატი ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული