მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს დამარცხებულთა მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წარუდგა:
"დღეს ჩვენ დაცვაში ორი სერიოზული შეცდომა დავუშვით. პირველად დავჯარიმდით საშიშ ზონაში, საიდანაც ჯარიმის დარტყმა მოსახერხებელია. მეორედ კი ფეხბურთელებმა არ შეასრულეს ჩემი მითითება, არ შეიძლება "რეალის" ფეხბურთელებს ფლანგიდან ჩაწოდების უფლება მისცე.
ჩემი ყოფილი კლუბი სხვა ჩემპიონატში თამაშობს, ჩვენ - სხვაში. ყოველთვის მსურს წარმატებით ითამაშონ ჩემმა ყოფილმა გუნდებმა. ეს ეხება "რეალსაც". ამიტომაც ამხანაგურ მატჩში "რეალთან" წაგება არ მადარდებს. ეს რომ ჩემპიონთა ლიგაზე მომხდარიყო, მაშინ
დღეს სრულად ვეკუთვნი "ჩელსის" და ამ კლუბის წარმატებისთვის ვმუშაობ, თუმცა "რეალს" ვუსურვებ ლა ლიგის მოგებას. მადრიდში ბევრი დარჩა, ვისთანაც სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა, მათ შორის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან. დღეს "რეალი" სწორ გზას ადგა და მე ეს ძალიან მიხარია".
ასევე იხილეთ:
საერთაშორისო ტურნირი: "რეალმა" ფინალში "ჩელსი" დაამარცხა [VIDEO]
კრიშტიანო რონალდო: ლონდონის "ჩელსიზე" უკეთ ვთამაშობდით